reportiori.ge - მამა ბასილის ორ გაფრთხილებას ორი მეწყერი მოჰყვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:43
პრეს-დაიჯესტი
მამა ბასილის ორ გაფრთხილებას ორი მეწყერი მოჰყვა!
ავტორი:
14 ნოემბერი, 2014. 18:10


რას აპირებენ 15 ნოემბერს აქციაზე სასულიერო პირები, ვინ არის დღესაც საპატრიარქოში სააკაშვილის დასაყრდენი? რას მოუწოდებს მრევლს მამა ბასილი?


„ალიას" გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილ მკალავიშვილი ესაუბრა:


- მამაო, ორჯერ გააფრთხილეთ ხალხი, რომ გარყვნილების პროპაგანდას შეშვებოდნენ და არ დაგიჯერეს, ორჯერვე მეწყერი ჩამოწვა. ახლა, როცა 15 ნოემბერს ხალხი „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ აქციაზე მიდის, რა განცდა გაქვთ, რამე უბედურება მოსალოდნელია?

 

- გამუდმებით ვაფრთხილებდი საზოგადოებას და დღესაც გავიმეორებ, როცა ქვეყანაში ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები აღესრულება, უფალი არ აყოვნებს და განსაცდელს გვიგზავნის. ასე იყო 17 მაისს, ასე იყო როცა უზნეოთა „კაზანტიპის" ფესტივალი გაიხსნა, ასე იქნება 15 ნოემბერსაც, როცა კაცის მკვლელები, ანუ სატანისტები აქციას გეგმავენ. თქვენ ჯერ კიდევ კარგად არ იცნობთ სააკაშვილსა და მის გეგმებს. „ნაციონალებიდან" გადმოსული პიროვნებები, ჰყვებიან, როგორ გეგმავდა სააკაშვილი ამა თუ იმ ოპერაციას, დაწვრილებით რომ გაიგოთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ.


- მამაო, მაინც რა გითხრეს ასეთი?

 

- ჩვენი ეკლესიის დარბევა სააკაშვილმა შავნაბადის რეზიდენციაში დაგეგმა, რასაც ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ბოკერია და ახალაიები. სააკაშვილმა განუცხადა მათ, რომ ის წავიდოდა ამერიკაში ჯორჯ სოროსთან, ამათ კი მისცა დავალება, ისეთი სისასტიკით დაერბიათ ჩვენი ეკლესია, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, ის კი ამერიკაში სოროსთან ერთად ნახავდა ამ შემზარავ ფაქტს. ჩვენთან რომ დილის 6 საათია, იცით რომ ამერიკაში საღამოა და სწორედ ისეთი გეგმით მოხდა ჩვენი დარბევა საღამოთი ამერიკის ერთ-ერთ რესტორანში სააკაშვილი, ჯორჯ სოროსი და რამდენიმე მამათმავალი კონგრესმენი (იმათგან ორმა ერთმანეთზე ჯვარი დაიწერა) ერთად უყურებდნენ ამ ბარბაროსობას, ეკლესიის დარბევასა და ჩემს დაპატიმრებას. სისხლისმსმელი სააკაშვილი იქიდან ტელეფონით მართავდა ამ პროცესს. ყველამ უწყით, რომ მთელი მთავრობა, იგივე სააკაშვილის ხროვა, ჩვენთან იყო დარბევის დროს. მე იმიტომ გიყვებით ყოველივე ამას, რომ ახლაც ჯორჯ სოროსის დაფინანსებით და მითითებით იმართება 15 ნოემბრის სატანური აქცია. მათ რომ ჰკითხოთ, ძალიან განიცდიან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვას და ვითომ მისი დაბრუნებისთვის ტარდება ეს აქცია. ასე ატყუებენ ხალხს, რათა მიიზიდონ. სამარცხვინო და შემზარავია ყოველივე ეს, თვითონ არ ჩააბარეს ეს რეგიონები?


ამის მიუხედავად სააკაშვილს დღესაც დიდი დასაყრდენი აქვს საპატრიარქოში. მისი მომხრე მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა სახით, დღესაც ეთაყვანებიან მას ის ეპისკოპოსები, ვისაც ოთახში სააკაშვილის უზარმაზარი პორტრეტი უკიდია (პეტრე ცაავა), ვინც მას დავით აღმაშენებელს ადარებდა (კალისტრატე მარგალიტაშვილი), ვინც მრევლს მოუწოდებდა, სააკაშვილისთვის მიეცათ ხმა (გრიგოლ ბერბიჭაშვილი), ის ვინც წყევლიდა მრევლის იმ წარმომადგენლებს, ვინც სააკაშვილს არ დაუჭერდა მხარს (იოსებ კიკვაძე და სხვები.) მე მოვუწოდებ სასულიერო პირებს მიხეილ სააკაშვილის საამებლად ზევით, ღრუბლებში ნუ დაცურავენ, დაეშვნენ დედამიწაზე, ჩამოქვეითდნენ ძვირადღირებული ჯიპებიდან, ირგვლივ მიმოიხედონ და იქნებ დაინახონ ის შეჭირვებული ხალხი, რომლებიც დღე და ღამ ქუჩაში დგანან ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.


- „ფეისბუკზე" სასულიერო პირებმა გაავრცელეს მოწოდება, 15 ნოემბრის აქცია პოლიტიკური არ არის და მიდითო. „ნაციონალებს" ისე გაუჭირდათ ხალხის მობილიზება, რომ სააკაშვილმა სასულიერო პირები ჩართო?

 

- ბუნებრივია, „ნაციონალები" ყველანაირად ეცდებიან, აქციაზე რაც შეიძლება ბევრი ხალხი მივიდეს. სწორედ ის სასულიერო პირებიც, რომლებიც მიშას მზეს ლოცულობენ, კულუარებიდან იმდენს გააკეთებენ მრევლზე ზემოქმედებით, შეეცდებიან მომავალ „რევოლუციის ფავორიტს" ხალხი შემატონ. მე კი ვიტყოდი, ის ადამიანები, რომლებიც 15 ნოემბერს მის გვერდით დადგებიან საქართველოს მოღალატეებად უნდა შეირაცხონ.


- ხალხში არის მოლოდინი, რომ უბედურება დატრიალდება, თქვენ გაქვთ „ნაციონალების" გეგმებზე რამე ინფორმაცია?

 

- რა თქმა უნდა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ აქციებზე იქნება პროვოკაციები და დაპირისპირება, რომელიც გამოწვეული იქნება „ნაციონალების" მხრიდან. უფრო სწორედ რომ გითხრათ, ეს აქცია მიმართული იქნება იქითკენ, რომ პროვოკაციაზე ხელისუფლება წამოაგონ, თუმცაღა დღევანდელ პარლამენტში ნახევარზე მეტი „ნაციონალები" არიან. აბა, მეტი რა უნდა ვთქვათ, ფაქტი სახეზეა. იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალები" სადღაც იმალებოდნენ, ვერ ჩნდებოდნენ და საერთოდ ხმასაც ვერ იღებდნენ, ხედავთ, რამოდენა რაღაცა აქვთ დაგეგმილი? ეს ხომ  ხელისუფლების უნიათობის ბრალია. იმის ნაცვლად, სარეველა თავშივე ამოეძირკვათ, მისცეს იმდენი დრო, რომ ფეხზე დამდგარიყვნენ, გაძლიერებულიყვნენ და იმ დონეზე მისულიყვნენ, რომ კვლავ ოცნებობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე. ერთი რამ ძალიან მაკვირვებს, ციხის ბუნტის დროს 8 კაცის მკვლელ გიგა ბოკერიას რატომ აპარპაშებენ ამდენს ან გია ბარამიძეს, რომელმაც სვანეთში ოპერაციის დროს უმოწყალობ ჩახოცა უდანაშაულო ხალხი. რატომ ველოლიავებით მათ, რომელნიც მაღალი ეშელონებიდან აქეთ გვიგებენ ნიშნს.


- კონტაქტი გაქვთ სხვა ტაძრების სასულიერო პირებთან? ისინი რას აპირებენ?

 

- რა თქმა უნდა, მე კავშირი მაქვს სხვა ტაძრების იმ სასულიერო პირებთან, რომლებსაც გული შესტკივათ დღევანდელ ყოფიერებაზე, მაქვს მათთან საუბრები. ნამდვილად არ აპირებენ აქციაზე გასვლას. რა აზრი აქვს იქ მისვლას, იმათ შეგონებით ვერაფერს შეაგნებინებ, დაპირისპირება მათთან ისევ ჩვენი ხალხის საზიანოდ წარიმართება. გამოვა, რომ იქ გასვლა თანადგომას ნიშნავს.


- გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება სიტუაცია ძალიან დაიძაბოს და სასულიერო პირებს უფრო არ დაუჯერებს ხალხი, ვიდრე პოლიციელებს?

 

- იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ისე დაიძაბება, რომ საჭირო იქნება იქ მისვლა, მე ჩემი მრევლით მივალ. 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია სატანის მიმდევართა თავყრილობაა, სხვა არაფერი, ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი ამ შეკრებას არ შეუერთდება, ქართველი ხალხი ბრძენია და იმედს ვიტოვებ, რომ მათ გვერდით არ დადგება, რამეთუ იქ მხოლოდ ლიტონი დაპირებები იქნება, რომელსაც მომავალი არა აქვს და საპნის ბუშტივით გაქრება, ასეთი უპერსპექტივო დაპირებები დაუსრულებლად ესმის ხალხს, მაგრამ ამაოდ. მოგიწოდებთ ჩემო ქართველებო, გაჭირვებაში, გაუთავებელ ბრძოლებში გამოწრთობილნო: რაც არ უნდა შემოგთავაზონ, რაც არ უნდა შეგპირდნენ, ნუ დაუდგებით ჩვენი ქვეყნის მოღალატე გამყიდველ, სისხლისმსმელ სააკაშვილს, მე მჯერა თქვენი, ის გაიმარჯვებს, ვინც ღმერთს მიენდობა, მხოლოდ ის მოიპოვებს სულის სიმშვიდეს, სიმდიდრეს, სიწმიდეს და ცათა სასუფეველს, რამეთუ ეს ღირებულებები ფულზე არ იყიდება.


- ბარემ პოლიტიკაზე გკითხავთ. ქვეყანაში სამთავრობო კრიზისია და როგორ იქნება ჩვენი საქმე? რისი მოლოდინი გაქვთ?

 

- დღეს ქვეყანაში ისეთი სამთავრობო კრიზისა, დაჩქარებული ტემპით სულ უკან მივემართებით, არ იგრძნობა, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება. პოლიტიკა მეტად რთული და ჩახლართული საქმეა, მაგრამ ასეთი განუკითხაობა ძნელი წარმოსადგენია, თუმცაღა, სამწუხაროდ, ფაქტი სახეზეა. ჩვენი ქვეყანა მთლიანად ამერიკიდან იმართება მისი ელჩის, ნორლანდის მეშვეობით, მის გარეშე ხელი ვერ გაგვინძრევია. ამერიკელთა მზაკვრული გეგმის ნაწილია, აგრეთვე, ახალგაზრდების დაზომბირება, ამ მიზნით ისინი სკოლის დამთავრებისთანავე განსაკუთრებით ის მოსწავლეები, რომლებიც წარჩინებით ამთავრებენ, ამერიკაში მიჰყავთ სასწავლებელში უფასოდ, იქ ხდება მათი გადაბირება, როცა დაამთავრებენ სწავლას, გზავნიან საქართველოში, რათა მათ ჩამოაყალიბონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ამერიკის კურის მხარდამჭერი იქნება, ასე ჩამოყალიბდა თავის დროზე „თავისუფლების ინსტიტუტი", ასე არიან დღესაც, ისინი, თითქმის ყველა, მართლმადიდებლობას ებრძვის, ეს არის მსოფლიო მასონიზმის ოცნება, აღმოფხვრან მართლმადიდებლობა, მართლაც მძიმე ჟამი უდგას ჭეშმარიტ სარწმუნოებას დღესდღეობით.


- რა მოლოდინი გაქვთ, პრემიერი ღარიბაშვილი თავს გაართმევს?

 

- ჩემის აზრით, ღარიბაშვილს თუ ისე არ შემოესევიან ვაიქართველნი, როგორც ზვიად გამსახურდიას, ის ყოველივეს გაართმევს თავს ღმერთის შემწეობით.


აქვე ერთი რამ მინდა შევახსენო საზოგადოებას, მთავრობის წარმომადგენლები რომ წამდაუწუმ აცხადებენ, ქართველი ხალხის ნებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციაო, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი ხალხის ნება არ არის წულუკიანის, „რესპუბლიკელების" და მათ მიმდევართა მიერ დასახული ევროკავშირში გაწევრიანება. დანერგილი დადებითი, მართლმადიდებელთათვის მიღებულ წესებთან შერწყმული ჩვენი ზნეობრივი ნორმები, ტრადიციები, ოჯახის სიწმიდე, ნათესაური კაშირი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვსურს ჩვენ მათთან ყოფნა. შორს ჩვენგან მამათმავლობა, ერთსექსიანთა ქორწინება და სხვა სიბილწეები. ღმერთმა დაგლოცოთ!

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016