reportiori.ge - რა სიმპტომები მიგანიშნებთ ბავშვებში კალციუმის ნაკლებობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 04:13
სხვადასხვა
რა სიმპტომები მიგანიშნებთ ბავშვებში კალციუმის ნაკლებობაზე და როგორ უნდა მოიქცეთ
ავტორი:
15 ნოემბერი, 2014. 12:20


 


კალციუმის მნიშვნელობის შესახებ ალბათ ყველამ იცის. ძალიან დიდია კალციუმის ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. მაინც რა როლი აკისრია მას და როდის არის მისი მიღება აუცილებელი?



კალციუმი სხეულის საშენი მასალაა. ის შედის ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში და მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, არის ნერვული იმპულსების გადაცემის სტიმულატორი, კუნთების შეკუმშვის უნივერსალური რეგულატორი. ვირუსული კრუპის დროს ლარინგოსპაზმის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის ჰიპოკალცემიას. სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია დაავადების სპაზმური ფორმის განვითარების სიმძიმესთან. მთავარი პრაქტიკული დასკვნა მდგომარეობს შემდეგში: ვირუსული კრუპის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, კალციუმის პრეპარატების გამოყენება რაციონალურია როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ხანგრძლივი თერაპიის დროს.



კალციუმის საერთო რაოდენობიდან, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საკვების საშუალებით ხვდება, მხოლოდ 10-40% შეითვისება. დიდი ოდენობით ცხიმების, ყავის, შაქრის, შოკოლადის და კაკაოს მიღებისას კალციუმის შეთვისება კიდევ უფრო მცირდება.



კალციუმი აუცილებელია ნერვების ნორმალური გამტარებლობისთვის და კუნთოვანი ბოჭკოების შესაკუმშად. არის მთელი რიგი ფერმენტების მარეგულირებელი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ. გააჩნია ანტისტრესული და ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიონუკლეიდების გამოყვანას. კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ჰიპერტონიულ კრიზებს, ორსულთა ტოქსიკოზს, ქოლესტერინის დონის მომატებას სისხლში. მისი დანამატები სიმსივნისაგან იცავენ ენდომეტრიუმს, კუჭქვეშა ჯირკვალს და მსხვილ ნაწლავს. სპეციალისტების დაკვირვებით, კალციუმი ეფექტურია როგორც საძილე საშუალებაც. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 1000-1200 გრამამდე კალციუმს და მათგან 90% ძვლებშია. სადღეღამისო რეკომენდირებული ნორმა ადამიანისთვის შეადგენს 300 მილიგრამს. გარდა ამისა, მოხუცებისთვის კიდევ საჭიროა 200 მგ, ორსულთათვის - 300მგ, ხოლო მეძუძური დედებისათვის - 400 მილიგრამის დამატება. სისხლში კალციუმის ნაკლებობის გამო ვითარდება ოსტეოპოროზი და კრუნჩხვები. კალციუმის გამოყენება ხდება შემდეგი დაავადებებისას: ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სპაზმები. ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის დროს - ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია. ალერგიული დაავადებებისას - ჭინჭრის ციება; კანის დაავადებებისას - ეგზემა და ფსორიაზი.


 

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:

 

 

 

 

 

1)აუცილებლად მიეცით ბავშვს ბუნებრივი საკვები, დედის რძე შეუცვლელი ვიტამინების კომპლექსია, მასში განსაკუთრებით ბევრია კალციუმი.

 

 

2)მეძუძურმა დედებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალციუმი მდიდარი საკვები, ჩათვალეთ, ბავშვიც იმას მიირთმევს, რასაც თქვენ.

 

 

3)ხშირად ასეირნეთ ბავშვები, რათა კალციუმთან ერთად D ვიტამინის მარაგიც მიიღონ. კალციუმის შეწოვა ხდება კუჭში D და C ჯგუფის ვიტამინების დახმარებით.

 

 

4)კალციუმი ნაკლებობის ნიშნებია ბავშვებში გაძლიერებული ოფლიანობა ძილისა თუ ჭამის დროს. აღგზნებადობა, მოუსვენრობა. ცუდი ძილი.

 

 

5)დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.



თუმცა, პედიატრები გვირჩევენ, არ დავალევინოთ ბავშვს კალციუმის პრეპარატი თვითნებურად - თვით ისეთი სასარგებლო ვიტამინიც კი, როგორიც კალციუმია, არასათანადო დროს და არასათანადო შემთხვევებში, თვითნებურად მიღებული, შეიძლება სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი გახდეს. ამიტომ, თუ ბავშვს აქვს შესაბამისი სიმპტომები, რაც კალციუმის ნაკლებობას გაფიქრებინებთ, ან ფიქრობთ, რომ პროფილაქტიკისთვის სასურველია კალციუმის მიღება, დაგეგმეთ ვიზიტი პედიატრთან და ერთად გადაწყვიტეთ, საჭიროების შემთხვევაში კალციუმის რომელ პრეპარატს როგორ და რა დოზით მიიღებთ. მშობლების მთავარი მიზანი უნდა იყოს, შვილს შეუქმნას ჯანსაღი გარემო, უზრუნველყოს კალციუმით და სხვა ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, სეირნობა სუფთა ჰაერზე და ფიზიკური აქტივობები. პრეპარატებს კი ექიმი ნიშნავს.


კალციუმი მდიდარი  პროდუქტები




 

1. რძის პროდუქტები - მაწონი, რძე, კეფირი, ხაჭო, ნადუღი.

 

2. თევზი აუცილებლად უნდა იყოს რაციონში - განსაკუთრებით მდიდარია კალციუმი წითელი თევზი, მაგალითად, ორაგული, სარდინ.

 

 

3. მწვანილი და სალათის ყველა სახეობა კალციუმი მდიდარია და ის ყოველდღიურად უნდა მიიღოთ.

 

 

4. ბევრია კალციუმი  პარკოსნებში - ლობიო, ოსპი, ბარდა.

 

 

5. კვერცხი კალციუმი წყაროა და ისიც რეგულარულად უნდა იყოს რაციონში, თუ მასზე ალერგიული რეაქციები არ გაქვთ.

 

 

6. თხილეული, მარცვლეული და ჩირეული მდიდარია არა მხოლოდ კალციუმით, არამედ ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმში მის ათვისებას  უწყობენ  ხელს.

 

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო mshoblebi.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016