reportiori.ge - 15 მარტივი ხერხი ბავშვის უნარის განვითარებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 22:58
სხვადასხვა
15 მარტივი ხერხი ბავშვის უნარის განვითარებისთვის
ავტორი:
15 ნოემბერი, 2014. 15:01




ბავშვები ბუნებრივად მიილტვიან ყოველგვარი ახლისკენ და განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ შემოქმედების მიმართ. მშობლების ვალია, ეს ინტერესი დაუკმაყოფილონ და ხელი შეუწყონ მის განვითარებას.



გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.


1. ყოველთვის თან ატარეთ მცირე ზომის „ბლოკნოტი" და ბავშვს სთხოვეთ, ახალი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანოს. ეცადეთ, ხატოს რაც შეიძლება ბევრი.



2. სთხოვეთ არარსებული ცხოველი დახატოს, გამოგონილი, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ცხოველის თვისებები ექნება. ეს ბავშვის ფანტაზიას განავითარებს.



3. მოაწყვეთ ცეკვის საღამო. სცადეთ, ბავშვთან ერთად სხვადასხვა ჟანრში შეასრულოთ ცეკვები.



4. ბუნებაში გაისერნეთ. გზადაგზა ხეების, ჩიტების, მწერების დასახელებები შეასწავლეთ. შეაგროვეთ ფოთლები და ლამაზი ტოტები, შემდეგ ერთად სცადეთ რაიმე კომპოზიციის შექმნა.



5. ნუ დაუშლით სკამებით, ბალიშებითა და პლედებით „სახლის" ან „ციხესიმაგრის" მოწყობას.



6. დაეხმარეთ რაიმე ისტორიის შეთხზვაში. სხვადასხვა პერსონაჟისთვის სხვადასხვა ხასიათი და ქცევები მოიფიქროს. შემდეგ ხელნაკეთი წიგნის შედგენაც შეიძლება.



7. სთხოვეთ, შეღებოს პატარ-პატარა ქვები. მაგალითად, პატარა მრგვალი კენჭი შეიძლება ჭიამაიად აქციოს. მოზრდილ ბავშვებს კი მთელი სიუჟეტის მოფიქრებაც შეუძლიათ.



8. გამორთეთ ტელევიზორი, ტელეფონი, პლანშეტი. ეცადეთ, უქმე დღეებში მხოლოდ თქვენი მოფიქრებული თამაშებით გაერთოთ.



9. თუ სადმე ახლოს მიწის ნაკვეთი მოგეპოვებათ, ნება მიეცით ბავშვს, რაიმე დათესოს და მოუაროს მას. თუ არა და, ქოთანში ჩარგული მცენარეც გამოდგება.



10. შესთავაზეთ დღიურის წერა. ყოველდღიურად ჩაინიშნოს დღის მნიშვნელოვანი მოვლენები.



11. ბევრი კითხვა დაუსვით, რაც შეიძლება ბევრი.



12. დასვით სარკის წინ და თავისი თავის დახატვა სთხოვეთ.



13. სთხოვეთ, თავის თავზე გიამბოთ. ვითომ ერთმანეთს არ იცნობთ.



14. გაჩუმდით 5 წუთით.



15. შეარჩიეთ რომელიმე ზღაპარი და გაითამაშეთ.




(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  mshoblebi.ge)

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016