reportiori.ge - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე „დიოგენეში“ (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:41
კულტურა
ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე „დიოგენეში“ (ფოტოკოლაჟი)
15 ნოემბერი, 2014. 17:19


გამომცემლობა „დიოგენეში" ასტრიდ ლინდგრენის 107-ე დაბადების დღე აღნიშნეს.


 „დიოგენეს"  დირექტორის თამარ ლებანიძის თქმით, ასტრიდ ლინდგრენი ქართველებისთვის საყვარელი მწერალია: „გადავწყვიტეთ, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე „დიოგენეში" აღგვენიშნა, რადგან მისი ნაწარმოებები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტუმრად სიმბოლურად 14-დან 114 წლამდე ადამიანები მოვიწვიეთ, რადგან ლინდგრენის შემოქმედება ყველა ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. იმედია, ყველასთვის სასიამოვნო და საინტერესო საღამო გამოვიდა."

მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დრამატურგმა დათო გაბუნიამ ისაუბრა.


ლექციის შემდეგ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფინჯნები გათამაშდა, რომლებზეც პეპი და კარლსონი იყო გამოსახული. „დიოგენე" სტუმრებს თანამშრომლების ხელით დაცხობილი მაჭკატებითა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის" ჯემებით გაუმასპინძლდა.


ამ ლექციით გაიხსნა ლიტერატურული შეხვედრების ციკლი „ლექციები ლიტერატურაზე", რომლის ორგანიზატორები „დიოგენე", „არტარეა" და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი არიან.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016