ბენჟამინ ფრანკლინი: 13 სათნოება:
1.თავშეკავება. ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე;
2.დუმილი. ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ფუჭი საუბარი;
3.წესრიგი. ყველა საგანს საკუთარი ადგილი მიუჩინეთ, ყოველ საქმეს თავისი დრო გამოუყავით;
4.პრინციპულობა. მტკიცედ გადაწყვიტეთ, იმის შესრულება, რაც გასაკეთებელია. რასაც გააკეთებთ, ეცადეთ შეუცდომლად აკეთოთ;
5.მომჭირნეობა. ფული მხოლოდ იმ საგნებზე დახარჯეთ, რასაც როგორც თქვენთვის, ისე სხვისთვის სარგებელი მოაქვს. უაზროდ არაფერი გაფლანგოთ.
6. შრომისმოყვარეობა. ნუ დაკარგავთ დროს. ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით დაკავდით. უარი თქვით უსარგებლო ქმედებებზე;
7.გულწრფელობა. ნუ იცრუებთ მტკივნეულად. იფიქრეთ სამართლიანად და პატიოსნად. საუბრის დროსაც მისდიეთ ამ წესს;
8.სამართლიანობა. ზიანს ნურავის მიაყენებთ და ნუ დაივიწყებთ სიკეთის კეთებას, რაც თქვენი მოვალეობაა;
9.ზომიერება. თავი აარიდეთ უკიდურესობებს.იყავით იმდენად მიმტევებელი ადამიანთა მიმართ, რამდენადაც თვლით, რომ იმსახურებენ;
10. სისუფთავე. ნუ დაუშვებთ სხეულის, სამოსელის და საცხოვრებელი ადგილის სიბინძურეს;
11. სიმშვიდე. ნუ იდარდებთ წვრილმანებზე, უმნიშვნელო საგნებზე და იმაზე, რასაც ვერ შეცვლით;
12. უბიწოება. იყავით სექსუალურად აქტიური მხოლოდ ჯანრმთელობისა და შთამომავლობის გამო და არა მოყირჭებისათვის. საკუთარი სისუსტის მიზეზით, ნუ შელახავთ თქვენსა და სხვის პატიოსნებასა და რეპუტაციას;
13.თავმდაბლობა. მიბაძეთ ქრისტეს და სოკრატეს.
წყარო: http://4motivi.com/