reportiori.ge - არის თუ არა განსხვავება სათვალესა და ლინზას შორის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:16
სხვადასხვა
არის თუ არა განსხვავება სათვალესა და ლინზას შორის?
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 10:15


დღეს სათვალეს მთელ მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ატარებს. რომელი ჯობია - სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?



ორივეს აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებები.



სათვალე მხედველობის კორექციის ძალზე პოპულარული საშუალებაა. იგი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ხოლო თუ ორგანული მინისგან არის დამზადებული, ორმაგად გამძლე და უსაფრთხოა. მაკორეგირებელი სათვალის მთავარი ნაწილია ლინზა, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მხედველობა. მისი მეშვეობით შეიძლება გამოსწორდეს ისეთი პათოლოგიები, როგორებიც არის მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი და პრესბიოპია. სათვალის ლინზები რამდენიმე ტიპისაა. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მინის წონასა და სისქეს ეხება. არავის სურს, ატაროს მძიმე სათვალე, რომელიც დროთა განმავლობაში ცხვირზე ნაჭდევებს აჩენს, ამიტომ მძიმე მინერალური (მინის) ლინზების ნაცვლად ბოლო ხანს უფრო მეტად მსუბუქ ორგანულ ლინზებს იყენებენ. მაგრამ ორგანული ლინზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან დაფარვისა და გამუქების კოეფიციენტით. არსებობს ასფერული ლინზებიც. ისინი უფრო თხელი, ესთეტიკური და ვიზუალურად ეფექტურია.




რაც შეეხება კონტაქტურ ლინზებს, მისი მომხმარებლები უმთავრესად 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ატარებენ ასეთ ლინზებს. ახალგაზრდები მათ იმიტომ ირჩევენ, რომ კონტაქტური ლინზები ხელს არ უშლის ფიზიკურ აქტიურობას არც სპორტში, არც მოგზაურობისა და მუშაობის დროს. ზოგიერთს კი, უბრალოდ, არ მოსწონს სათვალე ანდა სურს ჰქონდეს ბუნებრივი მხდველობის შეუზღუდავი ველი.



რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას - მაღალი მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის შემთხვევაში კონტაქტური ლინზა უზრუნველყოფს მხედველობის ფართო არეალს, სათვალის ხმარებისას კი მხედველობის არე ერთგვარად შეზღუდულია. კონტაქტური ლინზა არ იორთქლება სიცივეში ქუჩიდან შენობაში შესვლისას, წვიმაში არ სველდება, გარდა ამისა, სათვალეზე ნაკლებად ტრავმულია.



კონტაქტური ლინზები ერთმანეთისგან განსხვავდება ცვლისა და უწყვეტი მოხმარების ვადით. გარდა ამისა, ისინი იყოფა მკვრივ და რბილ ლინზებად. მომხმარებელთა უმრავლესობა რბილს ამჯობინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკვრივი კონტაქტური ლინზის დანიშვნა აუცილებელია. თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები ორი ტიპის მასალისგან: ჰიდროგელისა და სილიკონჰიდროგელისგან - მზადდება. ჰიდროგელის ლინზები დღისით სახმარია, ხოლო სილიკონჰიდროგელისა შეიძლება ვიხმაროთ ღამითაც. ჰიდროგელის ფაზა საჭიროა თვალის ქსოვილური შეთავსებისთვის, ხოლო სილიკონისა - რქოვანას ჟანგბადით კვების უზრუნველსაყოფად.



ლინზას მოხმარების განსაზღვრული ვადა აქვს. არსებობს ერთდღიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და უფრო ხანგრძლივი მოხმარების ლინზები. ვადა დამოკიდებულია მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ცვლის თვალის ფერს, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ დღისით შეიძლება.




უმთავრესი მოთხოვნაა ლინზის მოხმარების ვადის მკაცრი დაცვა. ერთთვიანი ლინზა უნდა ვატაროთ ერთი თვე და არამც და არამც ამაზე მეტი, სამთვიანი - სამი თვე და ა.შ. მეორე მოთხოვნაა ზედმიწევნითი ჰიგიენა - როგორც პირადი, ასევე ლინზისა. ლინზის მოსავლელი ხსნარი უნდა შეიცვალოს ლინზის ყოველი მოხმარების შემდეგ, ლინზას უნდა შევეხოთ მხოლოდ დაბანილი ხელებით. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა ერთდღიანი ფერადი ლინზები, რომლებსაც ზოგი თითქმის ერთი კვირა ატარებს. ეს იმიტომ, რომ ლინზა ხარისხიანია და არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. ასეთი რამ დაუშვებელია! ჯობს, საერთოდ არ ვატაროთ ლინზა, თუკი არ გვაქვს მისი დროზე შეცვლის საშუალება.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  mkurnali.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016