მეცნიერებმა ათწლეულების განმავლობაში შეისწავლეს და ახლა უკვე შეუძლიათ ახსნან ის პროცესები, რომლებიც ძილის დროს ხდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის 5 ფუნქცია, რომელსაც ტვინი ძილის დროს ასრულებს.
1. იღებს გადაწყვეტილებას
ჟურნალ Current Biology -ში გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, რომ ტვინს გადაწყვეტილების მიღება ძილის დროსაც შეუძლია. ამ კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, სიტყვები დაეხარისხებინათ ორ კატეგორიად ღილაკზე ხელის დაჭერით. გამოცდის დროს მათ აძლევდნენ ძილის საშუალებას. ექსპერიმენტი ძილის დროსაც გრძელდებოდა - ტვინს მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება შეეძლო ძილშიც კი და სიტყვების დახარისხებას ძილშიც აგრძელებდა.
2. აკავშირებს მოგონებებს
ძილის დროს ტვინი ამუშავებს ახალ მოგონებებს, აკავშირებს მას ძველ მოგონებებთან და ახარისხებს მათ, ამ დროს ადამიანი ცდილობს, არ დაავიწყდეს მნიშვნელოვანი და საჭირო მომენტები. ექიმ მეთიუ უოლკერის თქმით, ადამიანი, რომელსაც ნორმალური ძილის შემდეგ ექნება ფორტეპიანოს გაკვეთილი და იმ ღამესაც დაახლოებით 8 საათი ეძინება, გაკვეთილს 30%-ით უკეთ დაიმახსოვრებს.
3. ქმნის ასოციაციებს
ძილის დროს ტვინი ქმნის ასოციაციებს ერთი შეხედვით დაუკავშირებელ საკითხებთან. ამას შეუძლია მიგვიყვანოს ახალ იდეებამდე, ამიტომ მოულოდნელად წარმოქმნილი იდეები არც ისე სპონტანურია.
4. თავს აღწევს ტოქსინებისგან
კვლევებმა აჩვენა, რომ თაგვების ტვინი ძილის დროს ნეიროდეგენერაციული უჯრედებისგან და ტოქსინებისგან იწმინდება. თუ წმენდის პროცესი შეფერხდება, შესაძლოა გაიზარდოს კონცენტრაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადება.
5. ფიზიკური აქტივობა
ძილის დროს მოძრაობის შესახებ ახალი ინფორმაცია გადაიცემა თავის ტვინის ფუძისგან. ეს გვეხმარება გავიაზროთ და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, რომელიც ფიზიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო doctrina.ge )