reportiori.ge - გიორგი მამაცაშვილი: „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა გივი თარგამაძის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მიერ, ხოლო სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:11
პრეს-დაიჯესტი
გიორგი მამაცაშვილი: „იმედის“ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა გივი თარგამაძის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მიერ, ხოლო სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო!
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 12:57



გასულ კვირას მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა სკანდალური აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლიდანაც ირკვევა, როგორ აშანტაჟებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების წერმომადგენლები ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებს და როგორ სთავაზობდნენ მათ დიდ თანხებს ნაციონალური რეჟიმისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში. სამზეოზე გამოტანილი აუდიოჩანაწერები ნამდვილად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს, რის გამოც ჟურნალისტი პროკურატურას მიმართავს და საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, თუ რასთან გვაქვს სათქმე და რას ააშკარავებენ სკანდალური აუდიოჩანაწერები, გიორგი მამაცაშვილი გვესაუბრება:


- ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრიდანვე საზოგადოებამ კარგად იცოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებზე შანტაჟი და ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ დღეს ეს ამბავი კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარდა. დიახ, ჩვენს მიერ მოპოვებულ და გავრცელებულ უდიოჩანაწერებში ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩანს, როგორ და რა ფორმით ხდებოდა შანტაჟი და ზეწოლა „იმედის" ჟურნალისტებზე, რამაც ეს ტელეკომპანია მიიყვანა დახურვამდე, მისი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი - გარდაცვალებამდე, ხოლო ქვეყანა - სააკაშვილის ფაქტობრივ დიქტატურამდე!


- მოდი, დააკონკრეტე, სააკაშვილის ხელისუფლების რომელი წარმომადგენლები ახორციელებდნენ შანტაჟს და მუქარას „იმედის" ჟურნალისტებზე და რა ფორმით ხდებოდა ეს?

 

- „იმედის" ჟურნალისტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა გივი თარგამაძის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მიერ, ხოლო სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საქმის  კურსში იყო!


რაც შეეხება ფორმებს, გივი თარგამაძე დიდი ოდენობით შავ ფულს განკარგავდა და სწორედ ამ თანხებით ხდებოდა მანიპულაციები „იმედის" ჟურნალისტებთან მიმართებაში!


მარტო ერთი აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ „იმედის" ჟურნალისტების ხუთკაციანი ჯგუფის მოსასყიდად და გადასაბირებლად სააკაშვილის ხელისუფლებას ნახევარი მილიონი ჰქონდა გამოყოფილი!


- ხუთ ჟურნალისტს რაში უხდიდნენ ამხელა ფულს?

 

- სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ამ ხუთ ჟურნალისტს პროკურატურაში საჩივარი შეეტანა „იმედის" წინააღმდეგ და ამაში უხდიდნენ ამ თანხას.


- ეს ხდება 7 ნოემბრის მერე, როცა „იმედი" უკვე დარბეული და დახურულია?

 

- ჩვენს ხელთ არსებული აუდიოჩანაწერები, სავარაუდოდ, 2008 წლის აპრილ-მაისშია გაკეთებული, თუმცა, თანხა, ვინმე დავით ბენიძის მეშვეობით, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, კეზერაშვილის მარჯვენა ხელი იყო, „იმედის" ჟურნალისტის, ზაზა წულაძის დეიდაშვილის კახა კეკელიძის ანგარიშზე ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარშია გადარიცხული!


- რამდენია გადარიცხული?

 

- გადარიცხულია 200 ათასი ამერიკული დოლარი და აუდიოჩანაწერებში საუბარია დამატებითი 100 ათას დოლარზე, რომელიც ხელისუფლებას „იმედის" ჟურნალისტებისთვის ქეშად ჰქონდა მიცემული.


საუბარი იყო იმაზე, რომ ხუთ ჟურნალისტს ეს თანხა თანაბრად უნდა გაენაწილებინა, მაგრამ ერთ-ერთ მათგანთან წილი არ მივიდა და ამას მოჰყვა შემდეგ საქმის გარჩევები, რაც ჩვენს მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებშია დაფიქსირებული!


- კონკრეტულად ვინ იხდიდა ამ ფულს?

 

- ამ ფულს იხდიდა გივი თარგამაძე! ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ჟურნალისტებს გივი თარგამაძის სახელით ესაუბრება მისი ერთ-ერთი მეგობარი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის ვინაობის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.


ეს კაცი ეუბნება ჟურნალისტებს, გივიმ ხომ გამოგიგზავნათ ეს თანხა, გივიმ ხომ თქვა ესა და ეს...


ამ პროცესებში მონაწილეობდა „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, აწგარდაცვლილი გოგი გეგეშიძე და არ გამოვრიცხავ, რომ გულის შეტევით მისი სიკვდილი სწორედ ამ ამბებს და ამ აუდიოჩანაწერებს უკავშირდებოდეს!


ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ჟურნალისტები ითხოვენ, შეგვახვედრეთ იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებსო და გოგი გეგეშიძე მათ ეუბნება, მიშას შეგახვედრებთო! ბუნებრივია, სააკაშვილზეა საუბარი.


აუდიოჩანაწერებში იმასაც ამბობენ, რომ ყველაფრის საქმის კურსშია კეზერაშვილი, პალიკო კულბაშვილი და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი!


- გარდა ფულის შეთავაზებისა, აუდიოჩანაწერებში ისმის რაიმე სახის მუქარა ჟურნალისტების მისამართით?

 

- აუდიოჩანაწერებში ისმის და ადვილი მისახვედრია, რომ „იმედის" ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. გივი თარგამაძის მეგობარი, ეუბნება მათ, ბიჭო, თქვენ უნდა აიღოთ ეს ფული და უნდა გააკეთოთ რაც გასაკეთებელია, ეს ფული ხუთ კაცზე უნდა „გატყდეს" და ამას წყალი არ გაუვაო!


აუდიოჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ, „რუსთავი-2"-ის მაშინდელი გენდირექტორის გოგი გეგეშიძეს ხმა, რომელიც ეუბნება „იმედის" ჟურნალისტებს, ყველა ხელისუფლებასთან კარგად უნდა იყო, თორემ ესენი „დაგვბრიდავენო". სიტყვა - „დაგვბრიდავენ" - ძალიან მკაფიოდ ისმის!


- შეგიძლია, დაასახელო „იმედის" ის ჟურნალისტები, რომლებთანაც ეს მოლაპარაკებები მიდიოდა?

 

- ეს ჟურნალისტები იყვნენ ზაზა წულაძე, სოსო ბარნაბიშვილი, ვაკო ავალიანი, დაჩი გრძელიშვილი, რუსუდან ცხომელიძე და ლიზი ვაჩნაძე.


- როგორც მახსოვს, ყველა ეს ჟურნალისტი მაშინ გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა „დროებაზე" მუშაობდა...

 

- დიახ, ეს იყო „დროების" ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიატოვა ტელეკომპანია „იმედი" 2007 წლის ნოემბერში!


სად არის დღეს გიორგი თარგამაძე? რატომ არ იღებს ხმას? სად არიან „იმედის" მაშინდელი წარმომადგენლები - ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი? რატომ არიან ჩუმად? მე მათთან, როგორც კოლეგებთან და მეგობრებთან, ერთადერთი კითხვა მაქვს - იცოდნენ თუ არა, რომ „იმედის" ჟურნალისტებზე ასეთი ზეწოლა და შანტაჟი ხეორციელდებოდა?


და კიდევ, ამ აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პროკურატურამ კეთილი ინებოს და გამოიძიოს ეს საქმე!


7 ნოემბრის საქმე დღემდე გამოუძიებელია, ისევე როგორც 26 მაისის საქმე. დიახ, ის, რომ ვანო მერაბიშვილს 3 წელი მიუსაჯეს, 26 მაისის დანაშაულის გამოძიებას არ ნიშნავს !


რატომ არ არის მხილებული 26 მაისის დანაშაულში პირადად მიხეილ სააკაშვილი?! რას აკეთებს პროკურატურა?!


- აუდიოჩანაწერები უკვე გაასაჯაროვე და ახლა რას აპირებ?

 

- ორშაბათს, ანუ დღეს ამ აუდიოჩანაწერებს გადავცემ მთავარ პროკურატურას, რათა დადასტურდეს ამ მასალის ავთენტურობა, მოხდეს საუბარში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ბოლომდე იქნას გამოძიებული, ვინ, რა ფორმით და რატომ აშანტაჟებდა ჟურნალისტებს?!


მე მივმართავ „იმედის" ყოფილ თუ ამჟამინდელ ჟურნალისტებს - ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და ვისაც ფული აქვს აღებული ან ვისთვისაც ფული შეუთავაზებიათ, გამოვიდნენ და ღიად და საჯაროდ თქვან ამის შესახებ! ვიდრე მათი გვარების დასახელება სხვებს დაუწყიათ, თავადვე აღიარონ, ვის რამდენი თანხა აქვს აღებული სააკაშვილის ხელისუფლებისაგან!


საგანგებოდ ვუსვამ ხაზს - მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ არა ჟურნალისტების დანაშაულზე, არამედ ამ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით ვააშკარავებ სააკაშვილის რეჟიმის უმაღლესი ჩინოვნიკების -გივი თარგამაძის, გიგა ბოკერიას, დავით კეზერაშვილისა და სხვათა დანაშაულს, რომლებიც დიდი ფულით ცდილობდნენ ჟურნალისტების „დავერბოვკებას" და ამ საქმეში კრიმინალურ ავტორიტეტებსაც კი იყენებდნენ!


ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან და ამაზე სააკაშვილმა და მისმა ზემოხსენებულმა დამქაშებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ!


პირადად მე და მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! არ გავჩერდებით, სანამ დამნაშავეს - დამნაშავე, მკვლელს - მკვლელი და ჟურნალისტს ჟურნალისტი არ დაერქმევა!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016