reportiori.ge - დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:42
კულტურა
დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
17 ნოემბერი, 2014. 11:17


საქართველოს სახალხო პოეტი, XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 2891 წლის 17 ნოემბერს, ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში დაიბადა.



პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. დედა - მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. ძმა - აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.



1900 წელს გალაკტიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1908 წლიდან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1910-1911 წლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1914 წელს გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული გამოდის, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს გენიალური გალაკტიონისა" და პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1917-1918 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. 1919 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1922-1923 წლებში გამოსცემდა გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი ჟურნალ მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1935 წელს პარიზში ანტიფაშისტურ კონგრესში მონაწილეობდა.



გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.



უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო, რამაც გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებას, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.



1959 წლის 17 მარტს პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი დაკრძალულია მთაწმინდაზე.


2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა შეუნდო, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016