reportiori.ge - რეპორტაჟი აქციის „კულუარებიდან“ – „რა მინდოდა „ნაცებთან“! ესენი უნდა გადაშენდნენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:25
პრეს-დაიჯესტი
რეპორტაჟი აქციის „კულუარებიდან“ – „რა მინდოდა „ნაცებთან“! ესენი უნდა გადაშენდნენ“
ავტორი:
17 ნოემბერი, 2014. 16:46


ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შუადღის ორ საათზე გამოჩნდნენ. მათ დროდადრო რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა უერთდებოდა. ოთხის ნახევარზე ყოფილი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. მომიტინგეებს წინ ნასვამი მამაკაცი მიუძღოდა, რომელიც შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული დღევანდელის ჩათვლით, ყველას მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებდა. კაცი ხაშურელი აღმოჩნდა.


- რისი მოლოდინი გაქვთ?

 

- არაფრის. ჩემი მოთხოვნაა საქართველო გაერთიანებული იყოს. იმედი მაქვს, რომ შეიძლება მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელიც დაგვასაქმებს. ხელოსანი ვარ და „ლაფათკაზე" მაინც მამუშავონ...


- ამ აქციისგან რას ელოდებით?

 

- იმას, რომ დამასაქმებენ.


მოგვიანებით მამაკაცი სამართალდამცავებმა მოედნიდან გაიყვანეს.


რატომღაც რეგიონებიდან ჩამოსულები თბილისელობას იჩემებდნენ, არადა, უმრავლესობა მეგრული თუ იმერული აქცენტით საუბრობდა...


გორელი ქალბატონი თბილისში მეზობელთან ერთად ჩამოსულა: „ვაპროტესტებთ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ყოფა-ქცევას, რომ უკან მიდის საქართველო და წინ - არა". სამეგრელოდან ჩამოსული ქალბატონი კი აქციაზე „თავისუფლების დასაცავად" გამოსულა. ხობელმა მამაკაცმა აქციაზე „შემთხვევით" გამოიარა: „ბავშვი ჯარში მსახურობს და იმას ჩამოვაკითხე, მეზობელი მოდიოდა მანქანით, გამოვყევი და აქაც გამოვიარე. საქართველოს გაერთიანებას ვაპროტესტებ(?!)".


აბაშელი მამაკაცი ჩიოდა: - პენსიონერი ვარ, სოციალურად დაუცველი, ვინც ხელს მომიმართავს, ყველა მთავრობას ვენაცვალე. არც ერთ ვემდური და არც მეორეს...


- დღეს რატომ ხართ აქციაზე?

 

- წამოვიდნენ და გამოვყევი...


- რას აპროტესტებთ?

 

- არაფერს არ ვაპროტესტებ, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება თუ - ვინ! ვინც პატივს მცემს, ღმერთმა გაუმარჯოს.


- აქ რითი ჩამოხვედით?

 

- „მარშრუტკით".


- კვება გქონდათ?

 

- საჭმელი გვქონდა გზაში. ხორციც იყო, არაყიც და ღვინოც. ახლა იქ ვიკრიბებით, რომ ისევ უკან დაგვაბრუნონ.


ეროვნულ ბიბლიოთეკასმთან მოხუცი ქალბატონი აქციის მონაწილეებს წყევლიდა: - ეს უკანასკნელი აქციაა, რომელიც „ნაციონალებმა" გამართეს.


- აქციიდან მოდიხართ?

 

- რა მინდოდა „ნაცებთან"! ესენი უნდა გადაშენდნენ. აქვე ვცხოვრობ და კარგად მახსოვს 7 ნოემბერი. მაშინ რამდენ დაშავებულს გავუწიე დახმარება. მთავრობას „ნაცებისთვის" გაზი უნდა გაეშვა და ისე უნდა ამოწყვეტილიყვნენ ესენი... ვითომ რუსულ ანექსიას აპროტესტებენ, არადა, ის აინტერესებთ, ხალხი თუ უჭერთ მხარს.


მომიტინგეთა უმრავლესობა ნაყიდია. 30 ვერცხლი მისცეს სამშობლოს გაყიდვაში. ქუთაისელებმა თქვეს 30 ლარი მოგვცესო.


მოამზადა ვახო ბერიძემ

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016