reportiori.ge - როგორ დავეხმაროთ ბავშვს დროულად დაძინებასა და გაღვიძებაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:12
სხვადასხვა
როგორ დავეხმაროთ ბავშვს დროულად დაძინებასა და გაღვიძებაში
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 13:06



ბავშვების უმრავლესობას არ უყვარს დღისით დასვენება, საღამოსაც ეზარებათ დაძინება და დილითაც ვერ დაასწრებ გაღვიძებას. აი, გამოცდილი რეკომენდაციები, რომლებსაც მედიცინის მსოფლიო ორგანიზაცია გვაწვდის ბავშვების დაძინებასთან დაკავშირებით.




1.            ბავშვი ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად, სასურველია - 22.00-მდე. ძილის დისციპლინა ბავშვს მომავალშიც დაიცავს უძილობისა და ბევრი სხვა დაავადებისგან, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა სისტემის.



2.            დღის ძილის ასაკისთვის შესაფერისი განრიგი შეიმუშავეთ. მიიჩნევა, რომ 7 წლამდე ბავშვს დღის 14-დან 16 საათამდე შუალედში ერთი საათით მაინც უნდა ეძინოს. უფრო მოზრდილი ბავშვები 20 წუთით მაინც თუ დაისვენებენ, არც ეს არის ცუდი. შეიძლება, არ ეძინოთ, უბრალოდ, იწვნენ და მოდუნდნენ.



3.            ასწავლეთ ბავშვს, დამოუკიდებლად დაწვეს დასაძინებლად - ყვირილისა და ხვეწნის გარეშე, იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ძილისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ, გარკვეული წესიც შეიმუშავოთ - ერთგვარი სასიამოვნო რიტუალი.



4.            ღამის საათებში ბავშვი იზოლირებული უნდა იყოს მკვეთრი შუქისა და ხმაურისგან, დილით კი - რაც შეიძლება მეტი სინათლე უნდა შედიოდეს ოთახში მისი გაღვიძების პერიოდისთვის.



5.            თავი აარიდეთ მძიმე საკვებს და ენერგიულ ფიზიკურ დატვირთვებს ძილის წინ. არც ზედმეტი ემოციებია საჭირო - ძალიან ბევრი სიცილი, ტირილი, აგზნება. ეს მის დაძინების პროცესზე და უშუალოდ ძილზეც ცუდად იმოქმედებს. რაც შეიძლება მშვიდ გარემოში უნდა დაიძინოს. შეიძლება, გაისეირნოთ ძილის წინ, წაუკითხოთ პოზიტიური ზღაპარი ან მოთხრობა, უმღეროთ სასიამოვნო სიმღერები.



6.            მოაცილეთ ბავშვს ყველანაირი ელექტრონიკა, ტელევიზორის, კომპიუტერის, მობილური ტელეფონის ჩათვლით. საძინებელში მათი ადგილი არ არის, მით უმეტეს, ბავშვის გვერდით. მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი მოხმარება ძილის წინ, განსაკუთრებით, კომპიუტერული თამაშები, დაძინებამდე ერთი-ორი საათით ადრე.



7.            ღამით ნუ აჭმევთ ბავშვებს კოფეინის შემცველ პროდუქტებს, შოკოლადის კანფეტებს, კაკაოს, გაზიან სასმელებს, არც მაგარი ჩაია სასურველი.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  mshoblebi.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016