reportiori.ge - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:35
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
ავტორი: ანა ნოდია
25 სექტემბერი, 2013. 10:29

დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ვასილი ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ვასილი ბ. რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა, ხოლო ბინის ჩხრეკისას 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 5,0863 გრ ოპიუმი.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას „ოპიუმი"-ს და „მეტადონი"-ს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016