ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ტრავმების შემდგომ პერიოდში ტვინის აღდგენაზეა სპეციალიზირებული, ცდილობს განავითაროს სისტემა "ტვინი-კომპიუტერი", რომელიც პარალიზებული ადამიანების საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და კონტაქტის დამყარებას შუწყობს ხელს. ამ სისტემის წყალობით, ტექსტის გონების ძალით აკრეფვა უკვე შესაძლებელია. ჯონათან უოლოუს მიერ შექმნილი სისტემა საშუალებას იძლევა წაიკითხოს ტვინში არსებული სიგნალები და კომპიუტერის მონიტორზე უჩვენოს. ამის შესახებ The Verge იტყობინება.
სისტემა ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გამოიყურება: ეს არის კომპიუტერთან მიერთებული ქუდი, რომლის ქსოვილიც ელექტროიდის გელითაა ამოვსებული. ეკრანზე არსებულ ასოებზე კონცენტრირების დროს, ადამიანი, რომელიც ამ სისტემას იყენებს, უბიძგებს ელექტროიდები იმ ასობგერაზე მიმართონ, რომელზეც იგი მეტად არის კონცენტრირებული. ჯერჯერობით, ბეჭდვის პროცესი ნელია, საჭირო ასოს დასაფიქსირებლად პროგრამას დაახლოებით, 15 წამი სჭირდება. თუმცა, იგი დიდი შვებაა პარალიზებული ადამიანებისთვის.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო doctrina.ge)