თირკმლის გასაწმენდად კრაზანას, სალბის, ბარამბოს, ჭვავის რქის ნაკრებს იყენებენ. აიღეთ 50-50 გრამი ყველა ჩამოთვლილი მცენარე, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ . ამ ნაკრების 4 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 100-100 მლ.
მეშვიდე დღიდან ყოველ ულუფას დალევის წინ 5 წვეთი სოჭის ზეთი დაამატეთ და კარგად მოურიეთ.
კარგი იქნება, თუ ნაყენს კბილების დაზოგვის მიზნით კოქტეილის ჩხირით (საწრუპით) დალევთ. ნაყენის მიღებისას რაციონიდან ერთი კვირით ამოიღეთ ცხოველური პროდუქტები.
თირკმელებიდან ქვიშის გამოძევება ასკილის ნაყენითაც შეგიძლიათ. ამისთვის ასკილის ნაყოფიც გამოგადგებათ და ფესვიც. 2-3 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ, შემდეგ 15 წუთით წამოადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და 10 დღის განმავლობაში სვით დღე-ღამეში 5-ჯერ, თითოეულ ჯერზე - 1/3 ჭიქა.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge)