წითელ კომბოსტოში, თეთრ კომბოსტოსთან შედარებით, მეტია სასარგებლო ნივთიერებები და ვიტამინები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფიტონციდები, ფერმენტები, ცილები და ბოჭკოვანები.
ცნობილია, რომ ძველ რომში ფილტვების დაავადებებს კომბოსტოს წვენით მკურნალობდნენ. კომბოსტოს მირთმევა სასარგებლოა ალკოჰოლური სასმელის მიღების წინ, რადგან ის ამცირებს მის მოქმედებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მიღება ორჯერ ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს. გლუკოკოზინოლადები მას ოდნავ მომწარო გემოს აძლევს, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას. ჰიპერტონიული დაავადებების მქონე ადამიანებმა წითელი კომბოსტო უნდა ჩართონ თავისი კვების რაციონში.
წითელი კომბოსტო შეიცავს ბევრ, რთულად გადასამუშავებელ ნივთიერებას, ამიტომ მისი მიღება არაა რეკომენდებული კუჭით დაავადებული ადამიანებისთვის.
ხალხურ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება წითელი კომბოსტო. მის ფურცელს იდებდნენ თავის ტკივილის დროს, ჭრილობებზე, დამწვარ ადგილებზე.
წითელი კომბოსტო შეიცავს ორჯერ მეტ ვიტამინ C-ს, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო. ხველების დროს უნდა მივიღოთ მისი წვენი შაქრით, დღეში რამდენიმე კოვზი.
წითელი კომბოსტოს პლუსად ითვლება, რომ ის:
• უფრო სიცივეგამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო;
• მისი დაზიანება უფრო რთულია ბაღის მავნებლების მიერ;
• შესანიშნავად ინახება ზამთრის მანძილზე.
მისი გამოყენება შეიძლება ყველა იმ კერძში, რომელშიც იყენებენ ჩვეულებრივ კომბოსტოს. სასარგებლო ნივთიერებების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მინიმალური თერმული დამუშავება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის უფრო დიდხანს იხარშება, ვიდრე ჩვეულებრივი კომბოსტო. ძალიან გემრიელია ვაშლთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
წყარო - gemrielia.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)