reportiori.ge - რას აპირებს სოსო ჯაჭვლიანი კვიციანის განაჩენის გამო?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:37
ინტერვიუ
რას აპირებს სოსო ჯაჭვლიანი კვიციანის განაჩენის გამო?
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 16:29


თბილისი, 17 ნოემბერი, 10 საათზე პარლამენტის შენობასთან ემზარ კვიციანის ახლობლები და კოდორელები შეიკრიბნენ, სადაც 11 საათზე შეიტყვეს კიდეც ზუგდიდში მოსამართლე შოთა ბიჭიას მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ. მოსამართლემ ბრალმდებლის მიერ წინა დღეს მოთხოვნილი სასჯელი - 12 წელი დააკმაყოფილა. ბოლო ხმაზე მოსთქვამდა „ნაცების" მძევლად შერაცხული, სააკაშვილის ციხის პატიმარი, ნორა კვიციანი, ის ასეთი არავის უნახავს.


ახლობლები ელოდნენ, რომ 32 დეპუტატი, რომლებიც თავდებში დაუდგნენ ემზარ კვიციანს, პროტესტის ნიშნად მანდატებს დაყრიდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.


„ეკა ბესელიამ ახლა ამოიღო ხმა, როცა ასეთი განაჩენი დადგა?! პოლიტდევნილების სიიდან ორჯერ ამოიღო ემზარ კვიციანი. ემზარი რომ ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ მიიტანეს განცხადება პროკურატურაში, რომ მის საქმეში იკვეთება პოლიტიკური ნიშნებიო. მე ვიქნები თქვენი ოჯახის გარანტიო, მითხრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. არც პრეზიდენტი ჩანს და არც სახელისუფლებო გუნდი, რომელმაც ჩემი ძმის განაჩენის მიმართ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, პრემიერს ერთი თვის წინ მივმართე წერილობით, რათა ამ თემაზე შევხვედროდი. ეს არ მოხდა. კოდორი „ნაციონალებმა" გაასხვისეს, მაშინ რატომ უნდა დარჩეს საპატიმროში ჩემი ძმა, ის დაიმალებოდა სააკაშვილივით და არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მაგრამ ის არ დაემალა მართლმსაჯულებას, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა. ემზარ კვიციანის განაჩენი მთელი საქართველოს განაჩენია", - ამბობს ქალბატონი ნორა.


ემზარ კვიციანის მეუღლე კი აცხადებს, გვეგონა, ახალი ხელისუფლების დროს დაგვადგებოდა საშველი, ამ იმედით ჩამოვედით საქართველოში, რომ სიმართლეს გავარკვევდით. ჩემი მეუღლე ვაჟკაცურად იცავდა თავის კუთხეს, ამისთვის გამოუტანეს ასეთი მკაცრი სასჯელი.


აქციაზე მოსული იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც. პოეტ მარი ბაქრაძის თქმით, „ეს არის ხელისუფლების შიში ყველა იმ ვაჟკაცის წინაშე, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. ეს არის გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ დაისჯება ყველა, ვინც გააქტიურდება „საქართველოს სახელით". გმირები კი ხალხის წიაღიდან იბადებიან და ხალხი არქმევს მათ თავის სახელებს. ისინი პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ემორჩილებიან. სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ მართლა არ ვცხოვრობთ ისეთ საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელია. ეს გადაწყვეტილება გარე ძალებისგან მიიღეს და მათ შეასრულეს ეს მითითება". - მითხრა აღელვებულმა ქალბატონმა.


ემზარ კვიციანის განაჩენის მიმართ პროტესტი გამოხატა პროფესორმა ზვიად კვიციანმა.


ლალი კვიციანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისი ძმის ადვოკატმა გაავრცელა, რომ პროცესზე სააკაშვილის რეჟიმის დროს, 2006 წელს, რომელი საგამოძიებო დასკვნაც გააკეთეს, ის გაიმეორეს ახლაც.


მიტინგის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს გაზეთ „კვირის ქრონიკას", რომელიც კვიციანის პროცესებს აშუქებდა. და ბოლოს, კვიციანის ახლობლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, 20 ნოემბრიდან შეუერთდნენ აქციებს, რომელიც პერმანენტულად გაიმართება, თუმცა მოგვიანებით ოჯახმა გადაწყვეტილება შეცვალა და გმირთა მოედნის მემორიალთან შიმშილობა დაიწყო.


ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით ვესაუბრე პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც იმ 32 დეპუტატს შორისაა, ვინც კვიციანს თავდებში დაუდგნენ.


- ელოდით ასეთ განაჩენს?

 

- როცა კვიციანის განაჩენი გავიგე... ადამიანი ხარ და ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა, ვანო მერაბიშვილს - 4 წელი, ახალაიას - 7 წელი და ემზარ კვიციანს - 12 წელი?!. იმ ვირთხა სააკაშვილმა ერთ ადგილზე დაიკიდა საქართველო, ძებნილია და დაკითხვაზე არ გამოცხადდა, რომ პასუხი გაეცა კითხვებზე. ოქრუაშვილი არაერთხელ დაიბარეს და არ მოვიდა, „დაგულაობს" სადაც უნდა იქ, რატომ არ მოიყვანეს ეს ოქრუაშვილი დაკითხვაზე, რატომ ხდება ეს?.. ოქრუაშვილი კანონზე მაღლა დგას?!. სააკაშვილმა, რომელმაც კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან სააკაშვილი რუსეთის აგენტია. კოდორში ჯარი სააკაშვილის ბრძანებით შევიდა, რომლის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან დაარღვია 1994 წლის ხელშეკრულება. ამაზე დიდი ფაქტი რა უნდა იყოს, ამიტომ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ეს კაცი დღეს აფხაზეთის ანექსიაზე ლაპარაკობს.


ახლა კი „ქართული ოცნების" დიდ შეცდომებზე მინდა ვილაპარაკო... ჩვენი ყველზე დიდი შეცდომაა ის, რომ ვირთხა სააკაშვილის გუნდი რომ მოვიდა პარლამენტში, ისინი ცემა-ტყეპით უნდა გაგვეყარა. მეორე შეცდომა ის იყო, რომ დამნაშავე და ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე აირჩიეს ვიცე-სპიკერად და მესამე, 26 ათასი ფაილი, რომელიც გაანადგურეს და არ აჩვენეს საზოგადოებას, სადაც მათი უზნეობა და აღვირახსნილობები იყო,  უნდა ენახა ხალხს, საზოგადოებას და მაშინ მიხვდებოდა ყველა, რა ნაძირალებთან გვქონდა საქმე. გასამართლდებოდა „ნაციონალური მოძრაობა" და 15 ნოემბერს ეს ვირთხები ვერ „იბლატავებდნენ". მაგათი „ბლატავი" სასაცილოა...


- ბატონო სოსო, თავდებში ედექით 32 დეპუტატი ემზარ კვიციანს. აპირებთ რამეს?

 

- მე სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მე ჩემს ქმედებებსა და ნათქვამზე ვაგებ პასუხს.


- რა ქმედებებს გეგმავთ?

 

- გამცეს ხელისუფლებამ პასუხი იმაზე, რა შეკითხვებიც დავსვი.


- კონკრეტულად ვისგან ელოდებით პასუხს?

 

- არ ვიცი, ვინმემ ხომ უნდა გამცეს პასუხი...


- პარლამენტში აპირებთ კვიციანის საკითხის დასმას?

 

- აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს.


- მარტო პასუხს ელოდებით, რაიმე სახის ქმედებებს არ გეგმავთ?

 

- პასუხს დაველოდები და ქმედებებზე მერე ვიფიქრებ...

 

ნანა სულავა

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016