reportiori.ge - დღეს თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:58
კულტურა
დღეს თემურ ჩხეიძის დაბადების დღეა
18 ნოემბერი, 2014. 18:20


რეჟისორი თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა.


1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) დაამთავრა. 1965-67 წწ რეჟისორად მუსაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. შემდეგ მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში - სანკტ-პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ - რეჟისორად, შემდეგ - მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში - სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანკტ-პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას.



2014 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა (თემურ ჩხეიძის სახელოსნო), რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელობს.



წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები.



თემურ ჩხეიძე არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, ოქროს გრან-პრის", კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმისა" და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.



რეპორტიორი" ბატონ თემურს ულოცავს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016