reportiori.ge - ნოდარ ცხვირაშვილი: ნანუკასაც სტკივა, ალბათ, ის, რომ ამ ფოტოზე კოდუაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:26
ინტერვიუ
ნოდარ ცხვირაშვილი: ნანუკასაც სტკივა, ალბათ, ის, რომ ამ ფოტოზე კოდუაა!
ავტორი:
18 ნოემბერი, 2014. 21:28



რამდენიმე დღის წინათ ფოტოგრაფ ნოდარ ცხვირაშვილის მიერ ინტერნეტში ატვირთულმა 7 ნოემბრის ამსახველმა ფოტოებმა, სადაც გავეშებულ ხელკეტიანებს შორის მკაფიოდ ჩანს ერეკლე კოდუას ბედნიერად მომღიმარი სახე, მისი ოჯახის წევრების ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, კოდუას მეუღლემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ფოტოებს „გოიმურად დამონტაჟებული" უწოდა და მის ავტორს სასამართლოთი დაემუქრა. თავად ფოტოგრაფი კი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხს დაელოდება და როცა ფოტოების ნამდვილობა დამტკიცდება, შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.


- ნოდარ, დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმ ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში ატვირთე. ნანუკა ჟორჟოლიანის მტკიცებით, ეს ყველაფერი „გოიმური ფოტომონტაჟია"...

 

- ფოტოები ნამდვილია, ჩემი გადაღებულია და ის ნამდვილად ერეკლე კოდუაა.


- შეგიძლია, გაიხსენო, რა ვითარებაში გადაიღე?

 

- 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით დილის რვა ან ცხრა საათზე, თუ გახსოვთ, რუსთაველზე კარვები რომ აყარეს და ხალხის პირველი ნაკადი მოვარდა, სანამ სპეცრაზმი გამოჩნდებოდა, აი, სწორედ ამ მომენტშია გადაღებული!


- კოდუა ამ ფოტოებში შემთხვევით მოხვდა, თუ იცოდი, რომ მას იღებდი?

 

- არა, შემთხვევით. ის კი არა, ამ ფოტოს დადების მერე აღმოვაჩინე, რომ კოდუა მყავდა დაფიქსირებული, ანუ აჟიოტაჟი რომ ატყდა, მერე. მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი და დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ფოტომონტაჟია და ის კოდუა არ არის. რა იყო ამაში გასაკვირი. კოდუა კი არა, ყველა მაღალჩინოსანი იქ იყო, მათ შორის, მერაბიშვილი. მარტო მაგ ადგილას, სადაც კოდუაა დაფიქსირებული, იდგნენ ასევე ქალაქის საპატრულოს უფროსი გეგეჭკორი და ქვეყნის საპარტულოს უფროსი გრიგალაშვილი.


ნანუკას ერთ-ერთი ფოტოს ორიგინალი ვერსიაც გადავეცი და, დარწმუნებული ვარ, უკვე თავადაც დარწმუნდა იმ ფოტოს სინამდვილეში. მერე, უბრალოდ, უკან აღარ დაიხია.


- რატომ ფიქრობ, რომ დარწმუნდა?

 

- მოგვიანებით განაცხადა - რასაკვირველია, კოდუა იქ იქნებოდა, მაგრამ, დეპარტამენტის უფროსები ხალხს დუბინკებს არ ურტყამდნენ, მაგას შედარებით დაბალი თანამდებობის პირები, ანუ ოპერები აკეთებდნენო.


იმ დღეს ყველა მანდ იყო, უბრალოდ, ნანუკასაც სტკივა, ალბათ, ის, რომ ამ ფოტოზე კოდუაა და თავისებურად ცდილობს „გაპრავებას" ან არ ვიცი, რას!


- ანუ ფოტო ნამდვილია და ის ნამდვილად კოდუაა?

 

- კი, ფოტო ნამდვილია! მონტაჟი ის იყო, შემდეგ რომ ატვირთეს იგივე ფოტო, ოღონდ კოდუას თავის ნაცვლად, ჭიკაიძის თავი რომ ჩანდა.


- ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ფოტოებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. უფრო მეტიც, ვიჩივლებო...

 

- ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. არ ვიცი, რას აპირებს, მაგრამ, როცა ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ფოტოები ნამდვილია და არა „გოიმური მონტაჟი", მერე მოვითხოვ პასუხის გაცემას ამ ყველაფერზე. არასდროს ვყოფილვარ პაპარაცი და არ ვიღებ მაკომპრომეტირებელ ფოტოებს. ვიღებ იმას, რაც ხდება. გამომდინარე აქედან, როგორც ფოტოგრაფი, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016