არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის იგვიანებენ: სამსახურშიც, მეგობრებთან შეხვედრაზეც და ამ მავნე ჩვევის გამო ბევრ უსიამოვნებასაც აწყდებიან.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალია საათის გადაწევა 15 წუთით წინ და ამის დავიწყება. ასევე შეიძლება შემოიღოთ წახალისების სისტემა - კარგი საქციელისთვის საკუთარი თავი დააჯილდოეთ. მაგალითად, თუ სამსახურში თავის დროზე გამოცხადდებით, შოკოლადის ნატეხით ჩაიტკბარუნეთ პირი. ქმედითი საშუალებაა ქულების მინიჭებაც: დანიშნულების ადგილზე დაუგვიანებლად მისვლის შემთხვევაში მიანიჭეთ საკუთარ თავს 2 ქულა, ხოლო 5 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებისას - მხოლოდ 1. კვირის ბოლოს დააჯამეთ ქულები. თუ, მაგალითად, 7 ქულაზე მეტი აღმოგაჩნდათ, დაისაჩუქრეთ თავი კინოში ან რესტორანში წასვლით, ახალი აქსესუარით ან კოსმეტიკური საშუალებით. მთავარია, აქცენტი დადებით ემოციებზე დაისვას და არა ჯარიმებზე. ეს ხერხი ხშირად ამართლებს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mkurnali.ge)