reportiori.ge - მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 23:12
სხვადასხვა
მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 15:01



ბოლო დროს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გახდომის ახალ, უნიკალურ და მარტივ საშუალებაზე - მწვანე ყავაზე. მართლაც, ეს საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური სასმელია, რომელსაც სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური ცხიმის წვის თვისება.




მწვანე ყავის თვისებები


პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მწვანე ყავის სარგებლობა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან დიდია, თუმცა მისი ზომიერი გამოყენების შემთხვევაში. ის მდიდარია ქლოროგენური მჟავებით, არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უკანასკნელის წყალობით ორგანიზმიდან იდევნება თავისუფალი რადიკალები. საერთო ჯამში, მწვანე ყავაში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსა და შავ ყავაში. ყველაფერთან ერთად, ამ სასმლის შემადგენლობაში არის A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები და 1200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.




მწვანე ყავა გასახდომად


ამ სასმელს მართლაც შეუძლია, დაგაკლებინოთ წონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად და ზომიერად მიიღებთ. ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა ნამდვილად დაადგინა მწვანე ყავის ცხიმების დაწვის თვისება. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი ან უმჯობესია, 2 დღეში ერთხელ, თანაც დღის განმავლობაში - ეს გახლავთ მწვანე ყავის მიღების ოპტიმალური დოზა. საღამოს ამ სასმლის მიღებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდებული ამ სასმლის დიდი რაოდენობით მიღება მაღალი არტერიული წნევის დროს.




მწვანე ყავა აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით კოფეინი შედის, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა წონაში დასაკლებად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ყავის ზომიერ მიღებას შეუთავსებთ ვარჯიშს.




მწვანე ყავა: დადებითი და უარყოფითი თვისებები


სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მწვანე ყავის სწორად მომზადებისა და ზომიერად მიღების შემთხვევაში ჩვენს ჯანმრთელობას არანაირი ზიანი არ მიადგება. სასმელი დაგვეხმარება, თავი ვიგრძნოთ მხნედ, აღვიდგინოთ ძალები და დაარეგულიროს ნივთიერებათა ცვლა ჩვენს ორგანიზმში. გარდა ამისა, სასმელი თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. თუმცა არსებობს რიგი უკუჩვენებებისა, რომელთაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.




მწვანე ყავა არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენ აღგენიშნებათ:

 

-              შაქრიანი დიაბეტი;

 

 

-              გლაუკომა;

 

 

-              ოსტეოპოროზი;

 

 

-              ნაღვლის ბუშტის დაავადებები;

 

 

-              სისხლის შედედების დარღვევები.

 

 


როგორ მოვამზადოთ მწვანე ყავა?


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ყავა აუცილებლად მარცვლის სახით უნდა შეიძინოთ, რადგან დაფქული კარგავს თავის საწყის სასარგებლო თვისებების 40%-ს. უნდა მოხალოთ სახლის პირობებში 5-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფქვავთ და ხარშავთ, როგორც ჩვეულებრივ, თურქულ ყავას (რამდენიმე ჩაის კოვზ ყავას ვყრით ჯეზვეში, ვასხამთ ცივ წყალს და მიგვყავს ადუღებამდე).




 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  marao.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016