reportiori.ge - პარლამენტში გაყალბებული „ორმოცი პროცენტით“ შესულმა „ნაცებმა“ 15 ნოემბერს თავიანთ სექტას „ორმოცი“ გადაუხადეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:36
პრეს-დაიჯესტი
პარლამენტში გაყალბებული „ორმოცი პროცენტით“ შესულმა „ნაცებმა“ 15 ნოემბერს თავიანთ სექტას „ორმოცი“ გადაუხადეს!
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 22:47


15 ნოემბერს, ნაცისტების მიერ დიდი ხნით ადრე გამოცხადებული და „დაანონსებული" მიტინგის დღეს, დაახლოებით 3 საათზე, ჩემი კოლეგა და თანამშრომელი ქეთევან ხამიცაშვილი შემხვდა გზად და გაკვირვებულმა მკითხა - 2008 წლის 12 აგვისტოს ჩემს დასთან და შვილთან ერთად ვიდექი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც გვეუბნებოდნენ, იცეკვეთ და იმღერეთ, რუსეთს ომი მოვუგეთო! დღეს ნაციონალები ისევ რუსთაველზე გვიხმობენ - რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსია მოახდინა და გავაპროტესტოთო! თუ ღმერთი გწამს, გამაგებინე, რუსეთთან ომი მოვიგეთ თუ წავაგეთო!


პატივცემულო მკითხველო, ქალბატონმა ქეთევანმა ჩემზე უკეთ იცის, 2008 წლის აგვისტოში რა უბედურებაც დაგვემართა, მაგრამ ნაცისტურმა პროპაგანდამ, რომელსაც ტელევიზიებისა და პიარსამსახურების გარეშე დარჩენილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს და ოროსანი ბავშვივით კუთხეში ატუზული უყურებს, თვით გამოცდილი ჟურნალისტიც კი დააბნია და არია!


სააკაშვილისა და მისი ზონდერგამაუპატიურებლების რეჟიმის მძვინვარების დროს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო თუ წააგო და საქართველო „მიჩმორებული" იყო თუ გალაღებული, ამის გამოსარკვევად ძალიან მარტივი პროცედურაა ჩასატარებელი!


ავიღოთ აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, რუსების და ოსების მიერ უღვთოდ დახვრეტილი 23 წლის გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ფოტოები და ვიდეომასალა და გვერდით მივუდგათ გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, სამარცხვინოდ აპლაკული და წაკუზული მიხეილ სააკაშვილის სურათი. ფოტოებს გავუკეთოთ შესაბამისი წარწერები - „გმირი" და „გმირის მთავარსარდალი"...


ამით „დაჩმორებულების", „წაკუზულების", „გაქცეულებისა" და „გაბახებულების" შესახებ ლაყბობა და ღრიანცელი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და ვერც ცხადში და ვერც სიზმარში ვერასოდეს ვიხილავთ მიტინგზე გამოსულ და პირდაღებულ გოკა გაბაშვილს, რომლის ფოტოებზეც მთელი ინტერნეტსივრცე ხარხარებს!


სააკაშვილი უსინდისოდ გაიძახის - „ივანიშვილის საქართველო დაჩმორებული და გაბანძებულია, ჩვენი საქართველო კი - ამაყი და ღირსეული!"


ზემოხენებული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ თუ წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამაყი და ღირსეული კაცის შთაბეჭდილებას დატოვებს, მაშინ მე საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს მოვუხდი, კალამს სამუდამოდ გამოვემშვიდობები და რედაქციისკენ თვალით აღარ გავიხედავ, თუ არა და, მაშინ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ნაბიჭვრებმა საქართველოს მოუხადონ ბოდიში, ცოცხები, რომლითაც საცოდავ პატიმრებს ციხეებში აწამებდნენ და აწვალებდნენ, თავიანთი ხელით გაირჭონ უკანალში და ამქვეყნიდან ერთხელ და სამუდამოდ გაფრინდნენ!


ისტორიკოსები და თანამედროვენი ბოროდინოს სისხლიან ბრძოლას ასე აფასებენ - ფრანგებმა დაამტკიცეს, რომ ღირსნი არიან გამარჯვებისა, ხოლო რუსებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან უყვართ სამშობლო!


ძვირფასო მეგობრებო, სად უდიადესი ბოროდინოს საომარი ყიჟინა და სად - სამიტინგოდ შეკრებილი ანჟელა მაზმანიანისა და მისი სულიერი ძმების კნავილი, მაგრამ 15 ნოემბრის აქცია მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს - ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ქვეყნიდან გაქცეულ და გორში სამარცხვინოდ წაკუზულ სააკაშვილს არასოდეს გაჰყვება, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს უნდა დაუმტკიცოს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს თითოეულ ჩვენგანს თავი ტყუილად არ გადაგვიდია და ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა სამადლოდ არ მიგვიცია!


იმ ქვეყანაში, სადაც როლანდ ახალაია, მარიამ საჯაია, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური ათეულობით სამარშრუტო ტაქსს 30 თუ 50 ლარად ნაყიდი ხალხით გაავსებენ და მერე მანქანების კოლონას ზუგდიდიდან თბილისისკენ დაძრავენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ხელისუფლება ნამეტნავად თავს ნუ დაიმშვიდებს, აქაოდა, ყველაფერი რიგზეაო!


ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე, რადგან ეს უსირცხვილო და უსინდისო სექტანტები წლების განმავლობაში მის პურს ჭამდნენ და მისი აშენებული და დამშვენებული შენობების გასახსნელად და ლენტების გასაჭრელად ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ! მაგრამ საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც ოჯახში გაზრდილი წესიერი კაცია, შესაძლოა, წარმოუდგენელი, ენითაუწერელი და ძნელად აღსაქმელი იყოს იმ სიბინძურის, კორუფციის, ღალატის, ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფისა და საიდუმლოებით მოცული მკვლელობების მასშტაბები, რომელიც მოქკავშირ-ნაციონალების გაერთიანებულ ხროვას სამარადჟამო დამღად აზის.


ირაკლი ღარიბაშვილო, იცოდეთ, რომ თქვენს ხელისუფლებას უპირისპირდება ავხორცი ხლისტების სექტა, სადაც ერთმა ზნედაცემულმა და პროფესიონალმა მეძავმა თავისი ქალიშვილი მიხეილ სააკაშვილს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ სასტუმროში გასაბახებლად და საჯიჯგნად თავისი ხელით მიჰგვარა!


თქვენ გიპირისპირდებათ აფრასიძეების მკვლელი გიორგი ბარამიძე, რომელიც უტიფრად გაიძახის, დამკითხეთო და პროკურატურა ამ დროს დუმს!


თქვენ გიპირისპირდებათ მიხეილ მაჭავარიანი - „მოქალაქეთა კავშირის" „კას-სირი" და არჩევნების პროფესიონალი გამყალბებელი!


თქვენ გებრძვით ხათუნა გოგორიშვილი, რომლის საწმერთულმაც წლების განმავლობაში მილიონობით გაყალბებული ბიულეტენი დაიტია!



თქვენ გებრძვით იეღოველების ქვასროლია შპიონი - გიგა ბოკერია და მისი ბნელითმოსილი მოციქული - ლევან ასრაწიან-რამიშვილი თავიანთი „ტაბულებით", „რუსთავი-2"-ებითა და ზონდერებით...


ბოლოს და ბოლოს, თქვენ გებრძვით სერიული მკვლელების სექტა, რომელმაც ზურაბ ჟვანია სიცოცხლეს გამოასალმა!


თუ თქვენ ამ ხალხის წინააღმდეგ გენერალურ შეტევას არ დაიწყებთ, თუ დამნაშავეებს საკადრის პასუხს არ გასცემთ და სამართლიანობის აღდგენას, რასაც ხალხი ლოცვა-ვედრებით ელოდება, საშველს არ დააყენებთ, საზოგადოება თქვენ ზურგს შეგაქცევთ და მგლების პირისპირ სრულიად მარტო აღმოჩნდებით...


ეს არის მკაცრი რეალობა და ვიდრე გვიანი არ არის, გირჩევთ, ამ რეალობას თვალი გაუსწოროთ!

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016