ქართული აკადემიის წევრი, სახალხო მხატვარი თემო გოცაძე 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ სრული დამაჯერებლობით აცხადებს:
- სააკაშვილის მხრიდან, ეს იყო პირდაპირი ჩარევა სახელმწიფოს ცხოვრებაში, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მთავრობის შეცვლის მოთხოვნა და მოწოდება არეულობისკენ. კანონი კრძალავს ძალისმიერ ჩარევას და ქვეყნის ამრევების დასჯას ითხოვს.
- სააკაშვილის სიტყვებია: ივანიშვილის საქართველო დაჩმორებული და გაბანძებულია...
- დაჩმორებული და გაბანძებული ვინც არის, ძალიან კარგად გამოჩნდა. რატომ უსმენთ მაგ გიჟს, დაღუპა საქართველო, ახლა უკრაინას ღუპავს, მთელ სამყაროში დაძრწის, ვინ მიუშვებს სერიოზულ ბერკეტებთან, უსაქმური კაცი ერთ ადგილას მახათს რომ ირჭობდა, ეს ვარიანტია. ვერ გავიგე, რომელ მთავრობას ედავებიან, ანექსიას არა უთხარითო, მაგათ დროს არ მოხდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა? სწორედ 15 ნოემბერს ჯორჯ სოროსმა, სტუდენტებთან შეხვედრაზე, თქვა, სააკაშვილის ბრალია, ტერიტორიები რომ დაკარგეთ, ამერიკის პრეზიდენტმა შეაგულიანა, ამას კიდევ ჭკუა არ ეყო, ეს არ გაეკეთებინაო. ჩემი თუ არ სჯერათ, სოროსს მაინც დაუჯერონ, მაგის ფულით არსებობენ. ახლა იმდენს იზამენ, კიდევ უფრო გაამძაფრებენ სიტუაციას, ნერვებს აუშლიან აფხაზებსაც და ოსებსაც, რუსებსაც და ევროპასაც, რომელთაც ესენი უკვე ყელში ჰყავთ ამოსული. მსოფლიო ვერაფერს უშვრება რუსეთს, პასუხს ვერ სთხოვენ, ისე ამოიდო იღლიაში ყირიმი და უკრაინა, შენ ვის დაკარგვიხარ? ანექსიაზეც საკუთარ თავს მოსთხოვე პასუხი! ისტორიაში ასე იყო, წავიდოდნენ მოღალატეები და ხან თურქეთიდან რევდნენ სიტუაციას, ხან - ირანიდან. ახლა ამერიკიდან და ევროპიდან რევენ. მაგრამ ამ ხალხის მიკვირს, ვინც წლების განმავლობაში გატყუებდა და გატყუებს, ისევ იმასთან მიდიხარ, დეგენერატი ხარ თუ ვინ ხარ?!
- აქციაზე ოცი ათასი ადამიანი მივიდაო...
- ოცი არა, ორმოცდაშვიდი... ხუთი ათასიც არ მისულა, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, გაიხსენონ არჩევნები, შეადარონ მიღებული პროცენტები! გიჟებს მე არ ვუსმენ, სააკაშვილი არის გიჟი და მისი ახლანდელი თუ წარსული მოღვაწეობა იყო და არის ამის დამადასტურებელი. მის მიერ წარმოთქმული ორი სწორი წინადადება არ მომისმენია, არც კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი.
- თქვენი ნაცნობებიდან ვინ დაინახეთ აქციაზე? ხელოვნების სფეროდან რამდენიმე მსახიობი აპირებდა მისვლას, მრავალფეროვნებისთვის - ლგბტ-პირებიც იყვნენ...
- საერთოდ არ დავინტერესებულვარ ამ აქციით და ჩემი არცერთი ნაცნობი იქ არ მისულა. რაც შეეხება ლგბტ-პირებს, ჩემი საქმე არ არის, პედერასტი სად დადგება, ჩემთან რომ ვერ დადგება, ფაქტია! ამათ არეულობის გამოწვევა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ფრთხილად იყვნენ, თუ ზღვარს გადავიდნენ, ხალხს ვეღარავინ გააჩერებს - გადათელავენ!
- ამ აქციისთვის, თურმე, კახა ბენდუქიძეც ემზადებოდა...
- ბევრ ვიღაცას მოეკითხება ძალიან ბევრი რამ... რაც მომისმენია ბენდუქიძის შესახებ, ვიცი, რომ იყო საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი და გადაწყვეტილებებში - მობილური. იმ პერიოდში, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არ არის კარგი თვისებები.
- შეაფასეთ დღევანდელი სიტუაცია, მინისტრების შეცვლა...
- ზედმეტად ხდება ნაციონალების აფიშირება, ტელევიზიებში გამოჰყავთ სამი ნაციონალი და არცერთი პირი ხელისუფლებიდან. მუდმივად სიტუაციის არევაზე მუშაობენ, გამოვარდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისი ლაპარაკით სასწორზე დადო საქართველოს ბედი. კარგია, როდესაც ნათესავს გვერდით დაუდგები, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მხრიდან დემონსტრაციული გადადგომა, ქვეყნის წინსვლისთვის ხელის შეშლა იყო!
- პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კულუარებიდან იმართება. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.
- ივანიშვილი სვამს კითხვას - კონკრეტულად მითხარით, ვის დავურეკე და რა ვუთხარიო? მარგველაშვილს ხმა არ ამოეღება, თავიდან ბოლომდე ივანიშვილის შექმნილია, მისი მოყვანილი და დასმული. ვინ იყო ან დღეს ვინ არის. კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტმა, შეიძლება, აზრი წარმოთქვას, რომელსაც ან გაითვალისწინებენ, ან - არა, მარგველაშვილი არც სააკაშვილის სასახლეში უნდა შესულიყო, თვითონ ამბობდა, იმ ეშმაკის ბუდეში არ შევალო, მაგრამ შევიდა. ეშმაკის ბახალაა და იმიტომ.
- ნაციონალებთანაა გარიგებული?
- არა, მაგრამ პოზიციები ერთი აქვთ, ორივე „თავისუფლების ინსტიტუტიდანაა"! ყველაფერი გარედან იმართება, ოღონდ, რუსეთიდან კი არა, ესენი რომ დითირამბებს უმღერიან, იქიდან - ამერიკიდან! ამიტომაც ხუჭავენ თვალს ისინი ამათ მაიმუნობაზე. ევროპას ესენი ყელში ჰყავთ ამოსული, მაგრამ ამათგან დიდი ფული აქვთ მიღებული. არა, ბიჭო, ევროპის სახალხო პარტიას მე ვინახავ. სწორედ ამერიკელებს არ აწყობდათ აქ ივანიშვილი და ამიტომაც შეუქმნეს სიტუაცია, წასულიყო. მსოფლიოში არ მოიძებნება პრეცედენტი, რომ ხალხის არჩეული პრემიერ-მინისტრი თავისი ნებით წასულიყო, მაგრამ დატოვა საქმის მკეთებელი კაცი - ირაკლი ღარიბაშვილი. ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც ეს „ძაღლები" ყეფით ხვდებიან, ევროპასაც თავის ადგილზე სვამს. უპირველესად კი, რაც მომწონს, ის არის, რომ ურთულეს ოპერაციებს აკეთებენ უფასოდ. ვინც ჯერ კიდევ ყეფს, ტვინი გამოირეცხოს, დაინახოს, რაც დასანახია. ხომ ხედავთ, ნაციონალები თავზე ხელს უსვამენ მარგველაშვილს, არაფრის გამკეთებელი არ არის და ამიტომ. საქმეს რომ აკეთებდეს, ნახავდით, რასაც უზამდნენ!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"