reportiori.ge - 50 წლის წინათ თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
50 წლის წინათ თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა!
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 23:04


 

ამა წლის 14 ნოემბერს, „დინამოს" სტადიონზე საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე თავისი ახალი ნაღვაწით ხელდამშვენებული რედაქციაში გვეწვია - ამ ფუტკარივით მშრომელ კაცს კიდევ ერთი დიდებული წიგნი გამოუცია, რომელიც თბილისის „დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის მოპოვების 50 წლისთავს ეძღვნება და „ქართული ფეხბურთის დიდგორი" ჰქვია.


იმ დღეს, დემიკო ლოლაძემ რედაქციაში საჩუქრად „ქართული ფეხბურთის დიდგორი" რომ მოგვიტანა, ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ვატერლოო შედგა - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში პოლონეთთან 0:4 წააგო.


დიახ, თემურ ქეცბაიამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის წინ კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა - საქართველოს ერვნულ გუნდს საკუთარ კედლებში ამხელა სხვაობით მანამდე არასოდეს წაეგო!


თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფიასკოთი გულდამძიმებულებს ისღა დაგვრჩენია, წარსულის აჩრდილებს ველაციცოთ და ძველი დროთი ვიამაყოთ, როცა ტყავის ბურთის ჩვენებური ჯადოქრები მქუხარებდნენ და ქართველ ხალხს ბრწყინვალე გამარჯვების დიად წუთებს ჩუქნიდნენ!


ქართველი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი დიდი დღე 1964 წლის 18 ნოემბერი იყო, როცა თბილისის „დინამო" თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გახდა საბჭოა კავშირის ჩემპიონი.


ტაშკენტში, „ფახთაქორის" ცენტრალურ სტადიონზე, ჩვენებურებმა მოსკოვის „ტორპედო" 4:1 დაამარცხეს და დიდი გამარჯვება მოიპოვეს.


ეს მართლაც ქართული ფეხბურთის დიდგორი იყო, რადგან პატარა საქართველოს დედაქალაქის გუნდის ჭიდილი დიდი იმპერიის დედაქალაქის გუნდთან მართლაც ისეთივე უთანასწორო გახლდათ, როგორც დავით აღმაშენებლის ქართული ლაშქრის ხმალთაკვეთება 10-ჯერ უფრო მრავალრიცხოვან ილღაზის ჯართან.


უთანასწორო არა სპორტული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით!


ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ქართული გუნდის მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მოგება!


მითუმეტეს მაშინ, როცა გადამწყვეტ მატჩში თბილისური გუნდის მეტოქე მოსკოვური გუნდი იყო!


დიახ, პოლიტიკა ფეხბურთში  დღესაც, 21-ე საუკუნეშიც, ერევა და მით უფრო ერეოდა მაშინ, ავტორიტარული საბჭოთა იმპერიის პირობებში!


მიუხედავად ამისა, თბილისის „დინამომ" ის დიდგორი მოიგო!


დიახ, ეს იყო ქართული ფეხბურთის „ძლევაჲ საკვირველი"!


ეს იყო 50 წლის, ანუ ნახევარი საუკუნის წინათ!


ახლა ვფურცლავ ამ ბრწყინვალე მოვლენის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ დემიკო ლოლაძის წიგნს, რომლის ფურცლებიც გამარჯვების საამურ სურნელს სახეში მაფრქვევს და ქართული გენის სიდიადეს კიდევ ერთხელ მაგრძნობინებს!


კარგია ნახევარი საუკუნის წინანდელი გამარჯვებით ტკბობა, მაგრამ როდემდე უნდა სულდგმულობდეს ქართული ფეხბურთი მხოლოდ წარსულით?


როდემდე უნდა ვიკვებოთ ტაშკენტური თუ დიუსელდორფული მოგონებებით?


ახალი დიდგორები გვჭირდება!


ახალი „ძლევაჲ საკვირველები"!


ახალი 18 ნოემბრები!


ახალი 13 მაისები!


დემიკო ლოლაძე - ეს ჩუმი მოღვაწე და ქართული ფეხბურთის თავმდაბალი მემატიანე - პირადად ჩემთვის გამარჯვების სურნელის მატარებელია!


დიახ ქართველ ფოტოგრაფებს შორის მას ერთადერთს ხვდა წილად ბედნიერება, ფოტოფირზე აღებეჭდა და საუკუნეებისთის შემოენახა ქართული ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი გამარჯვების - თბილისის „დინამოს" მიერ 1981 წლის 13 მაისს, ქალაქ დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვების დიდებული ფრაგმენტები!


დემიკო ლოლაძე ჩემთვის ამ დიდი გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლოა!


მასთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის ქართული ფეხბურთის ელვარე წარსულთან შეხვედრაა, მისი წიგნების ფურცვლა კი - ქართული ფეხბურთის ისტორიის ოქროს ფურცლებთან შეხება!


დიახ, დემიკო ლოლაძე ერთი ბრწყინვალე ჯარისკაცია ქართული ფეხბურთის დიდგორის ველზე!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016