reportiori.ge - დავით (ბუკა) კობეშავიძე: „იმედის კლინიკაში მარტივი პლასტიკური ოპერაციებით, ბევრი ქალისათვის გადაუჭრელი პრობლემები გვარდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:13
პრეს-დაიჯესტი
დავით (ბუკა) კობეშავიძე: „იმედის კლინიკაში მარტივი პლასტიკური ოპერაციებით, ბევრი ქალისათვის გადაუჭრელი პრობლემები გვარდება!
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 23:25



სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექცია ინტიმური პლასტიკის მეშვეობით თანამედროვე ქალბატონებში განსაკუთრებით პოპულარულია. საინტერესოა, რა სიახლეებს სთავაზობს სამშობიარო „იმედის კლინიკის" გინეკოლოგიური დეპარტამენტი ქალბატონებს ინტიმური პლასტიკის კუთხით? აღნიშნულ საკითხზე „იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე, გინეკოლოგიური სექტორის ხელმძვანელი, მეან-გინეკოლოგი დავით (ბუკა) კობეშავიძე გვესაუბრება.


- „იმედის კლინიკა" საზოგადოებაში მხოლოდ სამშობიარო სახლთან ასოცირდება, თუმცა, ჩვენთან შექმნილია მძლავრი გინეკოლოგიური სექტორი, როგორც სამკურნალო, ასევე ოპერაციული გინეკოლოგიის განხრით, „იმედის კლინიკაში" ჩამოყალიბდა ოპერაციული გინეკოლოგიის ახალი მიმართულება - ე.წ. პლასტიკური გინეკოლოგია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის პროგრესული მოვლენა გახლავთ. აღნიშნული ოპერაციული ჩარევა ქალს აძლევს საშუალებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ, ამავე დროს ესთეტიური დეფექტის გამოსასწორებლადაც.


- ბატონო ბუკა, რა ტიპის ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს პლასტიკური გინეკოლოგია?

 

- სამწუხაროდ, ამ თემაზე საუბარი და, მით უმეტეს, ექიმთან ვიზიტი ბევრი ქალისთვის უხერხულობასთან და სირცხვილთან ასოცირდება, თუმცა, მინდა, მოვუწოდო ქართველ მანდილოსნებს, დედებს, რომლებიც მსოფლიოს ქალთა შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, მიხედონ საკუთარ დელიკატურ პრობლემებს, რაც გარეგნულ მხარესთან ერთად, საშარდე თუ სასქესო გზების მუდმივ ანთებით პროცესებს იწვევს. ინტიმური პლასტიკა არის საშუალება გარეთა სასქესო ორგანოების ნაკლის მოსაშორებლად ან დაკარგული ფუნქციების აღსადგენად. როგორც წესი, აღნიშნული პრობლემები აწუხებთ ქალებს, რომელთაც ჰქონდათ გართულებული მშობიარობა (ჩაჭრებით და ჩახევებით), მშობიარობის შემდგომი ტრავმების შედეგად დაზიანებული აქვთ გარეთა სასქესო ორგანოები. „იმედის კლინიკის" პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტიში მუშაობს ლატვიაში გადამზადებული ახალგაზრდა პროფესიონალ გინეკოლოგთა გუნდი. ჩვენ ქალებს ვაძლევთ საშუალებას, მარტივად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასებში გალამაზდნენ და თავი დაიცვან იმ სერიოზული პრობლემებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულმა სასქესო ორგანოებმა. ოპერაციები კეთდება უახლესი მეთოდებით და, შესაბამისად, მაქსიმალური შედეგებით. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლატვიელებთან და ვაპირებთ, „იმედის კლინიკაში" გავაკეთოთ პლასტიკური ოპერაციები ლაზერის მეშვეობით. ოპერაციები გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. ამჟამად ჩვენთან ხდება დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების კორექცია, მშობიარობის შემდგომი ნაწიბურის ამოკვეთა საშოს უკანა კედლის პლასტიკით, საშოს კედლების პლასტიკა, საშვილოსნოს ყელის პლასტიკა და სხვა.


- რა სირთულის დაზიანებები შეიძლება მოჰყვეს გართულებულ მშობიარობას?

 

- გართულებული მშობიარობის დროს ხდება საშოს როგორც უკანა, ისევე წინა კედლების დაწევა. ასეთ დროს ნაწლავის ჩხირი ძალიან მარტივად ხვდება სასქესო გზებში, რაც იწვევს საშვილოსნოში და შარდის ბუშტში ანთებითი პროცესების წარმოშობას, ვინაიდან დაზიანებული გარეთა სასქესო ორგანოები მუდმივი ინფექციის კერაა. მშობიარობის შემდგომ გაწელილი საშოს კუნთები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას და შეიძლება ვერ შეიკავონ შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. ამის შედეგი არც თუ სასიამოვნოა - დაწყებული უნებლიე შარდვით და დამთავრებული სერიოზული შიდა ინფექციებით. ამავე დროს სქესობრივი კავშირის დროს ჩნდება დისკომფორტი. პლასტიკური ოპერაციის შედეგად კი შესაძლებელია როგორც შარდის ბუშტის ფიქსაცია, ასევე შარდსაწვეთის კუთხის შეცვლა.


- ბატონო ბუკა, თანამედროვე ქალებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დროს... რამდენ ხანს გრძელდება პოსტოპერაციული პერიოდი?

 

- ოპერაციიდან ერთ საათში ქალს შეუძლია სახლში წასვლა. კეთდება პლასტიკური ნაკერები, რომელიც თავისით გაიწოვება. პოსტოპერაციული პერიოდი 2-3 დღე გრძელდება. ასე რომ, ქალბატონებო, ჩვენთან, თქვენი დელიკატური პრობლემები უმოკლეს დროში, ეფექტურად მოგვარდება!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016