reportiori.ge - რატომ კვდებიან რუსეთში გამოზრდილ-გამოჩეკილი მილიონერები, ერთი და იგივე ქვეყანაში და ერთი და იგივე ქალაქში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:35
პრეს-დაიჯესტი
რატომ კვდებიან რუსეთში გამოზრდილ-გამოჩეკილი მილიონერები, ერთი და იგივე ქვეყანაში და ერთი და იგივე ქალაქში?
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 23:39


რამდენიმე დღის წინ ქართველი ბიზნესმენი, კახა ბენდუქიძე ევროპაში,ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.ბენდუქიძის მოულოდნელ გარდაცვალებას საქართველოში, აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგმა გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე არცთუსასიამოვნოდ მოიხსენია. უფრო მეტიც, საერთოდ დაივიწყა დაუწერელიკანონი, გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო. მოკლედ,სოციალური ქსელის თავისუფლებით თავგასული უამრავი ქართველი,უხეშად რომ ვთქვათ, დაუკრეფავში გადავიდა და კახა ბენდუქიძისმიმართ უამრავი უხამსობა დაწერა.



ერთმა საამაყო ქართველმა ისიც კი დაწერა, ნაცებმა ბენდუ გააგორესო. მოკლედ,

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ სრული ქაოსური სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩა ერთი დეტალი: რატომ გარდაიცვალაკახა ბენდუქიძე მაინც და მაინც ლონდონში, როგორც ადრე გარდაიცვალნენ მისი კოლეგა მეგობარი ბიზნესმენები?! ვიღაცამ ხუმრობანარევი კილოთიც კი იკითხა, - ესეც ლონდონში მოკვდაო? თუმცა ამაზე სერიოზულად არავის უმსჯელია.


ცნობილია, რომ  ბოლო 10 წლის განმავლობაში, რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, სწორედ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გარდაიცვალა. ევროპის კარიბჭედ ცნობილი ლონდონი, თითქოს პოლიტიკოსთა და მსოფლიოში ცნობილ მოღვაწეთა სასაკლაოდ იქცა. ეს ავადსახსენებელი მკვლელობების, თუ სიკვდილის „ხანა" 2006 წლიდან დაიწყო.

2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისსაავადმყოფოში, გაურკვეველ ვითარებაში FCB ოფიცერი, ალექსანდრლიტვინენკო გადაიცვალა.  ლიტვინენკოს გადაცვალებაზე მსოფლიო დონის გამოცემებმა უამრავი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და ეს შეფასდა, როგორც პოლიტიკური მკვლელობა. შემდეგ იყო ცნობილი მედიამაგნატი და გამომცემელი, მილიონერი, ქართველი მეცენატი და ბიზნესმენი, ბადრიპატარკაციშვილი.



ბადრი პატარკაციშვილი,  2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში საკუთარსახლში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ისგულის შეტევით დაიღუპა. მას ყველა გამოკვლევა რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ჩატარებული და ეს ვერსია მასთან დაახლოებული პირისა და ოჯახის წევრებისთვისაც დაუჯერებელი გახდა.


ცნობილია, რომ ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ასევე ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი იყო.

ის ფლობდა უამრავ სერიოზულ ბიზნესს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. დღემდე ბურუსით არის მოცული ბადრიპატარკაციშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ეს იყო გარდაცვალება ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თუ ეს იყო მკვლელობა.

2013 წლის 23 მარტს, ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესცნობილი  მილიარდერი და ბიზნესმენი, ბადრი პატარკაციშვილისუახლოესი მეგობარი, ბორის ბერეზოვსკი. ექსპერტებმა რუსი ოლიგარქის მკვლელობის ვერსია გააქარწყლეს საკუთარი დასკვნებით და გაირკვა, რომ თითქოს მან თავი მოიკლა. ამის მიზეზად კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სახელდებოდა, რომელმაც მილიარდერ აბრამოვიჩთან სოლიდურ თანხაზე სასამართლო პროცესი წააგო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის თითქოს დაცვის წევრს ეკითხებოდა, თვითმკვლელობის რა მეთოდი აერჩია,  სიმაღლიდან გადამხტარიყო თუ ვენები გადაეჭრა. მოკლედ, ეს აბსურდული ვერსიები თეთრი ძაფით ლონდონში შეიკერა და მისი რეალობა, ისევ და ისევ ლონდონის სპეცსამსახურებმა იციან. ფაქტი კი ერთია, რომ  ბოლო 10 წლის განმავლობაში,ლონდონი პოლიტიკოსთა და ცნობილ ბიზნესმენთა უამრავ გვამს ითვლის.


2014 წლის 14 ნოემბერს, ლონდონის ერთ- ერთ სასტუმროშიქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად კი გულის უკმარისობა სახელდება. კახა ბენდუქიძეს ექსპერტიზა 17 ნოემბერს ჩაუტარდება და გაირკვევა, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. თუმცა ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძემ, გარდაცვალებამდე გულზე ოპერაცია, სტენტირება გაიკეთა და თავს კარგად გრძნობდა.


საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკო, ბადრიპატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკი და კახა ბენდუქიძეც ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ, ოთხივე მათგანმა დიდი ფული რუსეთში იშოვა და კარიერის ძირითადი ნაწილი რუსეთში გაიკეთა. ოთხივე მათგანმა კი გამდიდრების შემდეგ უარი თქვა იმ ქვეყანაზე, სადაც მილიონები იშოვეს და თავიანთ გზას დაადგნენ. რუსეთს კი ზურგი შეაქციეს სხვადასხვა დროს, მაგრამ თითოეულმა სიცოცხლე უცნაურ გარემოებაში დაასრულა. არსებული ეჭვები ოთხივე შემთხვევაში საფუძველს მოკლებული არ არის.


რატომ კვდებიან რუსეთში გამოზრდილ-გამოჩეკილი მილიონერები, რუსეთისგან და სამშობლოსგან მოშორებით, ერთი და იგივე ქვეყანაში და ერთი და იგივე ქალაქში? ამით იქნებ ვინმე დაინტერესდეს და გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე - დანაშაულთან, ანგარიშსწორებასთან თუ ორი ქვეყნის ავანტიურისტულ ბოროტებასთან, რომელიც ადამიანებს ხოცავს და არ ასამართლებს?... და ეს არის 21-ე საუკუნის ევროპა და ეს არის კარიბჭე ევროპაში გასასვლელად - ქალაქი ლონდონი?!





(წყარო: ექსკლუზივნიუსი, დარეჯან ლიპარტელიანი)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016