reportiori.ge - ორ კვირაში „სითი პარკს“ თავის ტკივილი გაუძლიერდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:01
პრეს-დაიჯესტი
ორ კვირაში „სითი პარკს“ თავის ტკივილი გაუძლიერდება
ავტორი:
19 ნოემბერი, 2014. 23:41



დედაქალაქს უკვე აქვს 2015 წლის ბიუჯეტი, თითქმის 800 მილიონ ლარამდე, რომელშიც პრიორიტეტებიც გაიწერა; ყველა აქამდე არსებული მიმართულების დაფინანსება გაიზარდა და ახლებიც დაემატა - წინასაარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით.  რით იქნება განსხვავებული თბილისელების ყოფა 2015 წელს და რა პრობლემებს შეუმსუბუქებს და მოუხსნის მათ 2015 წლის ბიუჯეტი? - ჩვენს შეკითხვებს დედაქალის მერი დავით ნარმანია პასუხობს.

ცნობილია, რომ 2015 წლის ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული, თუმცა, გარდა სოციალური პრობლემატიკისა, თბილისელებს სხვა საკითხებიც უქმნის დისკომფორტს: უკანონო მშენებლობები, საცობები, გზები, პარკირების პრობლემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები - დედაქალაქი მცირე წვიმის დროსაც კი იტბორება, ეკოლოგია. რა აქტივობებს გეგმავს მერია ამ მიმართულებებით 2015 წელს?

- ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გამოიკითხა მოსახლეობა და უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ სპეციალური მეთოდოლოგიის მეშვეობით; ამას გარდა, რაიონულმა გამგეობებმა მოგვაწოდეს დამატებითი ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.

მოსახლეობის გამოკითხვა ფორმალური იყო თუ მაინც რეალური?

- ფორმალური არ ყოფილა, მართალია, მეთოდოლოგია ბოლმოდე დახვეწილი არ არის, მაგრამ დავხვეწეთ იმდენად, რაც ამ მცირე დროში იყო შესაძლებელი. აქტიურად ვამუშავებთ პროგრამულ ბიუჯეტს, რომლის პირველი ვარიანტი წელს იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მომდევნო წელს კვლავ გაგრძელდება ამაზე მუშაობა და სრულად პროგრამულ ბიუჯეტზე 2016 წლიდან გადავალთ.

რას ნიშნავს პროგრამული ბიუჯეტი?

- პროგრამული ბიუჯეტი გულისხმობს დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს, რომელიც შედგება პროგრამებისგან. თითოეულ პროგრამას ექნება თავისი მიზნები და ამოცანები, შესრულების შეფასების ინდიკატორები და ხარჯები იქნება გამჭირვალე, რაც ძალიან პრიციპული და მნიშვნელოვანია. ქალაქს ბევრი პრობლემა აწუხებს და შევეცადეთ, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე ყოფილიყო ორინტირებული ბიუჯეტი, უპირველესია საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში არსებული სირთულეები. ამ მიმართულებით გამოვკვეთეთ რამდენიმე მიმართულება. პირველი - ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, რისთვისაც მომდევნო წლის ბიუჯეტში გაზრდილია დაფინანსება. მეორე - წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. წყალმომარაგების კომპანია 81 ქუჩაზე გამოცვლის მილებს, რის შემდეგაც ჩვენ ყველა ქუჩაზე დავაგებთ გზას. გარდა ამისა, გავზარდეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგებობების დაფინანსება, რათა სადარბაზროებთან, სახურავებთან და ლიფტებთან დაკავშირებული მეტი პროგრამა დაფინანსდეს ამხანაგობებისთვის.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც, ასევე, პრობლემაა: მისი მოწესრიგებისთვის ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი გავითვალისწინეთ. საცობებთან დაკავშირებით ვაპირებთ კვლევის ჩატარებას, მაგრამ იმის მოგვარება, რაც კვლევის გარეშეც ნათელია, ვგულისხმობ ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შესახებ, უკვე გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. ისევე, როგორც ხიდების რეაბილიტაცია. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ხიდი მდინარე მტკვარზე არის რთულ და ავარიულ მდგმოარეობაში და მათ სჭირდება გამაგრება.

ხშირად გვესმის, რომ ხიდები რთულ მდგომარეობაშია? რა დონისაა საფრთხე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ ამ ხიდებით.

- ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ბარათაშვილის ხიდი. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ დაწყებულია ხიდის ძირითადი საყრდენი მოწყობილობების ჟანგვის პროცესი. წლების განმავლობაში ჩადის წყალი ზედა საფარიდან, ამიტომ ის უნდა მოიხსნას, შედუღდეს, დაიფაროს შესაბამისი საფარით და შემდეგ - ასფალტით. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება კიდევ რამდენიმე ხიდზე. ამას გარდა, გათვალისწინებულია სოციალური ხასიათის საკითხებიც...

სანამ სოციალურ საკითხებზე გადავალთ, საცობების თემას შევეხოთ. სპეციალისტების თქმით, ესტაკატები არასწორადაა აგებული, ნაკადები არ არის ჯეროვნად დათვლილი, რაც ქმნის ხელოვნურ საცობებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემას მოხსნის რამდენიმე ეგრეთ წოდებულიპერემიჩკის" დამატება. ხომ არ შეხვედრილხართ მათ და გიმსჯელიათ ამ საკითხზე?

- ექსპერტებს მუდმივად ვხვდებით. თუმცა მხოლოდ ექსპერტული შეფასება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვსაზღვროთ საავტომობილო მიმართულებებთან დაკავშირებული საკითხები. საჭიროა ნაკადების დათვლა სხვადასხვა საათში, საიდან რამდენი ავტომანქანა შემოდის, არ ინტენსივობისაა საავტომობილო ნაკადები. ამ ტიპის კვლევას დავიწყებთ მომდევნო წელს, მაგრამ ამ პრობლემას მომდევნო წელს ვერ მოვაგვარებთ. რაც შეეხება პუშკინის ქუჩას: იქ ორმხრივი მოძრაობა 2015 წელს აღდგება.

ისევ სოციალურ საკითხებს დავუბრუნდეთ...

- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, იმავდროულად კი, ამ პრიორიტეტის შიგნითაც გვაქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები: მაგალითად, კომუნალური ვაუჩერების პროგრამა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის 25-ლარიანი დახმარების გაორმაგება 50 ლარამდე; მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსების გაზრდა როგორც ახალშობილის შემთხვევაში, ისე ყოველწლიური ა დაფინანსების მოცულობის მხრივ; ასევე, ჯანდაცვის კუთხით დავამატეთ რამდენიმე პროგრამა, რომლებზეც არსებობს მოთხოვნა და რაც წინა წლებში არ ფინანსდებოდა: ეს არის „ც" ჰეპატიტის კვლევისა და ნულიდან 25-წლამდე ლეიკემიით დაავადებულ პირთა მკურნალობის პროგრამა, ასევე, კიდევ რამდენიმე პროგრამა, რომელთა დაფინანსების აუცილებლობა ბოლო სამი თვის განმავლობაში თბილისელთა საჭიროებების გამოკვლევამ გვიჩვენა.

ასევე, მნიშვნელოვანია ერთჯერადი სოციალური დახმარებები, რაც დიდი სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვის მატარებელი არ არის, მაგრამ ხშირად ძალიან სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ ასეთი დაფინანსების მოცულობაც გავუზარდეთ რაიონულ გამგეობებს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეძლონ გარკვეული პირებისთვის დახმარების გაცემა.

გაგრძელდება ის პრაქტიკა, როდესაც გამგეობები აუცილებელი წესით აფინანსებდნენ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დაკრძალვის ხარჯების გაცემას?

- სოციალურად დაუცველი ადამიანების დაკრძალვის ხარჯები არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი ოჯახი, თუ არ აქვთ ოჯახის წევრის დაკრძალვის თანხა, მიმართავს რაიონულ გამგეობას და მათ უფინანსდებათ „ჰერმესის" მომსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ გამგეობებს, ზოგადად, გავუზარდეთ დაფინანსება 36 მილიონი ლარით. იმისთვის, რომ მეტი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის მოგვარება შეძლონ. ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საბავშვო ბაღები: 8 მილიონი ლარით გავზარდეთ საბავშვო ბაღების დაფინანსება. იგულისხმება 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და, დაახლოებით, 4 000-მდე ბავშვის დამატებით მიღებას შევძლებთ იმ ფართებში, რომლებსაც გავარემონტებთ წელს და ავაშენებთ 2015 წელს. საბავშო ბაღებზე მაღალია მოთხოვნა და ამას ადეკვატურად ვუპასუხებთ.

შემდეგი პრიორიტეტია გამწვანება და რეკრეაციული ზონების განვითარება. ამ მიზნით შემოდგომაზე დავიწყეთ მოქმედი სკვერების, პარკებისა და საბავშო ბაღების ტერიტორიების გამწვანება. მომდევნო წელს ვიწყებთ დენდროლოგიური პარკის გამწვანების პროექტს და, ასევე, სხვა ცალკეული ტერიტორიების გამწვანებას დედაქალაქში, სადაც გამწვანება აუცილებელია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოწესრიგდეს. მომავალი წლის გაზაფხულზე 200 000-დან 250 000-მლე ნერგის შესყიდვა და დარგვა გვაქვს დაგეგმილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც აქტიურად ერთვება ამ პროცესში. მოგვმართავენ თხოვნით, რომ გამოვუყოთ ტერიტორიები, სადაც თავად დარგავენ ხეებს. სამმა კომპანიამ უკვე მოგვმართა ამ თხოვნით და თითოეული, მინიმუმ, 5 000 ხეს რგავს. მოსახლეობაც აქტიურობს და ამიტომ ნერგების რაღაც ნაწილს გამგეობების მეშვეობით დავურიგებთ მოსახლეობას, რომ თავიანთ სახლებთან, სკვერებში, პარკებში დარგონ და მოუარონ.

ბუნებრივია, ხე, სადაც უნდა დარგო, ეკოლოგიას წაადგება, მაგრამ მწვანე საფარს გარდა ჰაერის დაბინძურებისგან დაცვისა, აქვს ხმაურის შთანთქმის ფუნქციაც, ამასთან, ზოგი უბანი მეტადა ეკოლოგიურად დაიზანებული, ზოგი - ნაკლებად, გაქვთ გამწვანების გეგმა თუ სპონტანურია გამწვანების პროცესი?

- ძირითადად, იქ არის მაღალი გამონაბოლქვი, სადაც არის საცობები და ნაკლებად ნიავდება მაღალსართულიანი კორუსების ან ჩაკეტილი სივრცის გამო. განსაკუთრებით ჩაკეტილია საბურთალოს, ვერა-ვაკის ნაწლი, სადაც მაღალია ნახშირორჟანგის მოცულობა, რასაც ემატება საცობების სიხშირე, სამწუხაროდ, ამ ტერიტორიებზე სივრცე ცოტაა გამწვანებისთვს, ამდენად, სადაც გვექნება ამის საშუალება, დავრგავთ ხეებს.

არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია ნარგავების მოვლა-პატრონობა, რომ არ გახმეს. ვის ევალება მათი მოვლა?

- ტენდერები გამოვაცხადეთ არა მხოლოდ ნერგების შესყიდვაზე, არამედ მოვლა-პატრონობაზეც და კომპანიები, რომელთაგანაც შევისყიდეთ ნერგები და ვრგავთ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო წლამდე მოუარონ მათ. შემდეგ ახალი ტენდერი გამოცხადდება. ანუ ამ კომპანიებმა უნდა გვაჩვენონ, რომ მათ მიერ მოწოდებული ნერგები გაიხარებს, მინიმუმ, ზაფხულამდე და შემდგომ უკვე ხელახლა გამოვაცხადებთ მათ მოვლა-პატრონობაზე ტენდერს.

ჩვენ გვახსოვს 1 000 ლარიანი ნერგების სკანდალი. რა ჯიშები შეარჩიეთ?

- ექვსი ძირითადი ჯიშია შერჩეული: იფანი, ელდარის ფიჭვი, კიპარისი, ცაცხვი, ნეკერჩხალი და ჰიმალიას კედარი, თბილისის კლიმატური პიროებსა და ნიადაგის გათვალისწინებით. ესენი საქართველოში გამოყვანილი ნერგებია, რაც უმჯობესია, ვიდრე იმპორტირებული, რომ ადაპტაციის პროცესი იყოს უფრო მარტივი.

თბილისში საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები: საკანალიზაცია სისტემები ნაღმების ტოლფასია, ყოველ წამს შეიძლება, აფეთქდეს, ანუ ამოხეთქოს.

- ქალაქში საკანლიზაციო სისტემა, მართლაც, რთულ მდგომარეობაშია, ამას ადასტურებს, თუნდაც, ავარიების რაოდენობა. წყალმომარაგების კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შევთანხმდით, რომ წყალმომარაგების კომპანიამ ეტაპობრივად უნდა გამოცვალოს საკანალიზაციო სისტემა იქ, სადაც მოძველებულია, ხოლო, სადაც არ არის, იქ ახლის გაკეთება მუნიციპალიტეტის მოვალეობაა.

როგორც წესი, ახალმშენებლობების საკანალიზაციო სისტემას უერთებენ ძველ სისტემა, რაც დამატებითი დატვირთვაა და კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას. არის ამ პრობელმის მოგვარების პერსპექტივა?

- დიახ, ეს დამატებითი დატვირთვაა საკანალიზაციო სისტემისთვის და ჯერჯერობით ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს, მაგრამ მომდევნო პერიოდში მშენებლობის ნებართვის გაცემისას გავითვალისწინებთ ამ საკითხს და წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმდება მსხვილი სამშენებლო პროექტები, რომ დამატებით არ დაზიანდეს სისტემა. მაგალითად, თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიური სოფლისთვის ცალკე კეთდება კანალიზაციის სისტემის დამოუკიდებელი მიმართულება, რომელიც გარდაბნიდან მიუერთდება საკანალიზაციო კოლექტორს, იმიტომ რომ ასეთი დიდი დასახლების მიერთება ვარკეთილის დასახლებასთან შეუძლებელია.

გასაგებია, რომ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული მშენებლობის ნებართვა, ვეღარ ჩამოართმავთ, კანონდარღვევა არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუკი კანონია არასწორი. როგორ აპირებთ მოსახლეოაბსა და სამშენებლო კომპანიებს შორის დავების მოგვარებას? მოსახლეობის პროტესტს აქვს აზრი თუ ეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა?

- თუ ნებართვები გაცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არის დარღვეული ძირითალდი ნორმები, ჩვენ არ გვაქვს მშენებლობის შეჩერების უფლება, რადგან, თუ მშენებელი გვიჩივლებს, აუცილებლად მოგვიგებს სასამართლო პროცესს და ბიუჯეტიდან მოგვიწევს დამატებითი ფულის დახარჯვა. მაგრამ მომდევნო პერიოდში ნებართვების აგცემისას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გარშემო მცხოვრებიმ მოსახლეობა თანახმა იყოს და სადავო ტერიტორიებსა და სარეკლეაციო ზონებზე არ გავცეთ მშენებლობის ნებართვა. რაც შეეხება არსებულ პრობლემებს: მათი განხილვისა და ოპტიმალური გადაყწვეტილების მიღების მიზნით ჩვენ ეს ესაა შევქმენით პრობლემური მშენებლობების განმხილველი მუნიციპალური კომისია, რომელსაც უშუალოდ მე ვხელმძღვანელობ და ეს კომისია განიხილავს ყველა ასეთ სადავო საკითხს მხარეების მონაწილეობით, რომ დაეხმაროს მათ კონსენსუსის მიღწევაში. იმას გარდა, რომ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს.

აშკარაა, რომ თბილისმა დაკარგა სახე, ზოგადად, ქალაქმა დაკარგა ესთეტიკა, შესაძლებელია, რომ უკვე არსებული მშენებლობებით რამე ერთიანს დაემსგავსოს თბილისისი როგორც უძველესი და ძველი, ისე ახალი ნაწილი?

- შესაძლებელია წესრიგი დამყარდეს მომავალში, რაც გენგეგმით უნდა დარეგულირდეს და ჩვენ უკვე დავიწყეთ გენგეგმის მოსამზადებლად წინასწარი სამუშაოები. დედაქალქის ისტორიულ ნაწილს ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით შენარჩუნება სჭირდება, რაც დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული და ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ. დანარჩენი უბნებქის განვითარება კი წესრიგს უნდა დაეფუძნოს.  გენერალური გეგმით უნდა განისაზღვროს სიმაღლის, პარკირებისა და გამწვანების კოეფიციენტები. პარკირების კოეფიციენტად ვუდგენთ თითო ბინაზე პარკირების თითო ადგილს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს დროთა განმავლობაში შევცვალოთ  და თითოეული 50 კვადრატული მეტრი ბინის ფართობისთვის პარკირების ერით ადგილი იყოს განსაზღვრული.

არის ამდენი ადგილი თბილისში?

- მშენებლობის ნებართვთა გაიცემა იქ, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა.

შემოვლითი კრინიგზის პროექტი რა სტადიაშია?

- ძალიან მალე დასრულდება რკინიზი  გადატანის კვლევა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ უცხოურ კომპანიას დაუკვეთა. წინა ხელისუფლებამ ისე დაიწყო მშენებლობა, რომ  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ ჩაუტარებით. ამ კვლევის საფუძვლზე პრემიერმინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას რკინიგზის საბოლოოდ გადატანა-არ გადატანის შესახებ.

შესაძლოა, რკინიგზა ისევ ქალაქის ცენტრში დარჩეს?

- შესაძლოა, გადავიდეს სატვირთო გადაზიდვები და სამგზავრო დარჩეს ქალაქის ტერიტორიაზე. ვნახოთ, რა ოპტიმალური გზა გამოინახება და შემდეგ ამას მოვარგებთ დედაქალაქის გენერალურ გეგმას.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება თითქოს მომგებიანი საქმიანობაა, თუმცა ჩვენთან არ არსებობს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა. თუ არ ვცდები ამ საკითხის მოსაგვარებლად იყავით გერმანიაში. რაზე შეთანხმდით?

- ჩვენ მხოლოდ ქალაქს ვასუფთავებთ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაგვაქვს, ამიტომ ვთხოვე გერმანელ კოლეგებს დახმარება. ისინი უკვე ჩამოვიდნენ თბილისში, რომ ადგილზე გეისწავლონ ეს საკითხი და მოგვცენ რეკომენდაციები, როგორ შეიძლება, განვავითაროთ ნარჩენების მართვის სექტორი საქართველოში და არის თუ არა შესაძლებელი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ეს სექტორი მომგებიანი არ არის, მაგრამ გარჩენების კარგი გადამუშავების შემთხვევაში შეგვიძოია, მივიღოთ ელექტროენერგია, ბიოგაზი... მთავარია, დავაინტერესოთ კერძო სექტორი, რომელიც ამაში ჩადებს ინვესტიციას.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ თბილისისი სავიზიტო ბარათივით იქცა მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებსაც თვალდახუჭული მიაგნებ უსიამოვნო სურნელის გადამკიდე...

-  თბილისში 14 მიწისქვეშა გადასასვლელია და მათი მოწესრსიგება გათვალისწინებულია მომავალ წელს.

ეღირსებათ ჩვენს სტუმრებს საზოგადოებრივი ტუალეტები?

- მხოლოდ მომდევნო წელს 8 კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი საპირფარეშო გაკეთდება.

როგორი პირი უჩანსსითი პაკის" ყოფნა-არყოფნას, რომლის მუშაობითაც კმაყოფილი არავინ გვინახავს. ისინი კვლავ არაფერში მიიღებენ მილიონებს თბილისელებისგან და მხოლოდ თეთრ საღებავში დახარჯავენ ფულს?

-კომპანია „სითი პარკთან" დაკავშირებით დავიქირავეთ უცხოური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეისწავლის ხელშეკრულებას და უახლოეს ორ-სამ კვირაში მოგვცემს საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ „სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურას ან ხელშეკრულებაში გონივრულ ცვლილებებს შევიტანთ. ჩემი პოზიცია ძალიან პრინციპულია - კომპანია „სითი პარკმა" უნდა დატოვოს თბილისი. მოსახლეობის ინტერესი არ არის გათვალისწინებული, ფული კი გაედინება გარეთ, არც კი ვიცით - სად. ეს არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია და ოფიციალურად უცნობია, ვინ დგას მის უკან. ისევე, როგორც „აუთ დორის" შემთხვევაში, რომელსაც 2021 წლამდე აქვს ექსკლუზიური უფლება, დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემის. მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით ეს უკვე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, ამიტომ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ჩვენ ძალიან მკაცრად ვითხოვთ, დავადგინოთ თამაშის წესები, რომ არავინ იყოს ქალაქში მოეოპოლისტი გარე რეკლამის განთავსებაში. ეს იყოს კონკურენციაზე დამყარებული და ყველა კომპანიას, რომელსაც აქვს ამის სურვილი, მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა. მთავარია, არსებობდეს სტანდარტები, რაზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ.

P. S. აქტიურ მოაქალაქეებს ინფორმაციის მისაღებად და დედაქალაქში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, შეუძლიათ, დარეკონ მერიის „ცხელ ხაზზე" - 2 72-22-22 და ოპერატორი დაკავშირებენ შესაბამის საქალაქო სამსახურთან, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო ბრძანდებით. 



(წყარო: ფორ.გე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016