თუ ძლიერ გიზიდავთ ტკბილეული, შოკოლადი და ასე შემდეგ, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაკლიათ ქრომი და ვანადიუმი. ნუ გაამტყუნებთ ბავშვებს, რომლებიც კარადიდან ტკბილეულს იპარავენ. თუკი ამ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებთ, დიდი რისკია, დიაბეტი ჩამოყალიბდეს.
ფეხმძიმე ქალებს სულ რაღაცის ჭამის სურვილი აქვთ, ხან - მჟავე კიტრის, ხანაც საზამთროსი, ან სულაც ნაყინის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მზარდი ნაყოფი დედის ორგანიზმიდან მისთვის საჭირო მიკროელემენტებსა და მინერალებს ითხოვს. დაუკვირდით თქვენს ხელებს და სახის კანს - თუ ვარდისფერ ლაქებს შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ ეს სელენიუმის დეფიციტითაა გამოწვეული.
ქალები პატივს უნდა სცემდნენ ბორს. იგი ეხმარება მათ ესტროგენის გამომუშავებაში, ხოლო კაცებს - ტესტოსტერონის. თუ ქალები გარკვეული დოზით არ მიიღებენ ბორს მენოპაუზის დროს, წარმოიშვება სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ამ მდგომარეობას ახლავს თან. კაცებს კი ტესტოსტერონის არასაკმარისად გამოყოფის შემთხვევაში ემუქრებათ ნაადრევი იმპოტენცია.
თუთიის დეფიციტს ჩვენს ორგანიზმში გემოსა და სუნის დაკარგვით გავიგებთ. თუ თუთიის დეფიციტი არ შეივსო ორგანიზმში - ვითარდება სმენის დაქვეითება. თუ ქრომისა და ვანადიუმის დეფიციტს ყურადღებას არ მივაქცევთ - განვითარდება დიაბეტი.
თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, საერთოდ ამოიღეთ კვების რაციონიდან მარილი. 1991 წელს დოქტორმა უოლოკმა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია, ექსპერიმენტი ჩაატარა. საკონტროლო ჯგუფი 5000 კაცისგან შედგებოდა, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდათ. კვების რაციონში ორჯერ გაიზარდა კალციუმის შემცველობა და ექვს კვირაში ექსპერიმენტი შეწყვიტა. ადამიანების 85%-ს წნევა დაურეგულირდა.
ადამიანისთვის აუციელებელია 91 საკვები დანამატი, მათგან 60 სახის მინერალი, 16 ვიტამინი, 12 ძირითადი ამინომჟავა და პროტეინები, სამი ძირითადი ცხიმმჟავა. ამ დანამატების დეფიციტი უამრავი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო mshoblebi.ge)