სოფელ გუმათში 22 წლის განმავლობაში ვაგონში მცხოვრები მარტოხელა მოხუცის ჟენია ჯიშკარიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის თანხა წყალტუბოს გამგეობამ გამოყო.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პაატა ახალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ითხოვა, რომ ჯიშკარიანის საკარმიდამო ნაკვეთში კოტეჯის აშენების მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოიყენონ.
კოტეჯის ასაშენებლად საჭირო თანხის მობილიზება წყალტუბოს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.
87 წლის ჟენია ჯიშკარიანის საცხოვრებელს უკვე 20 წელზე მეტია, რკინის ვაგონი წარმოადგენს.
ჯიშკარიანი ვაგონში მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც საცხოვრებელი სახლი დაეწვა. საცხოვრებლის გარდა, მოხუც ქალბატონს არც ოჯახი გააჩნია, რადგან 4 შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო pia.ge)