reportiori.ge - ვაგონში მცხოვრები 87 წლის მოხუცის საცხოვრებლისათვის 8 500 ლარი გამოიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:46
რეგიონები
ვაგონში მცხოვრები 87 წლის მოხუცის საცხოვრებლისათვის 8 500 ლარი გამოიყო
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 12:24


სოფელ  გუმათში  22  წლის განმავლობაში ვაგონში მცხოვრები მარტოხელა მოხუცის ჟენია ჯიშკარიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის თანხა წყალტუბოს გამგეობამ გამოყო.

 

 


წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის პაატა ახალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ითხოვა, რომ ჯიშკარიანის საკარმიდამო ნაკვეთში კოტეჯის აშენების მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოიყენონ.




კოტეჯის ასაშენებლად საჭირო თანხის მობილიზება წყალტუბოს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.




87 წლის ჟენია ჯიშკარიანის საცხოვრებელს უკვე 20 წელზე მეტია, რკინის ვაგონი წარმოადგენს.




ჯიშკარიანი ვაგონში მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც საცხოვრებელი სახლი დაეწვა. საცხოვრებლის გარდა, მოხუც ქალბატონს არც ოჯახი გააჩნია, რადგან 4 შვილი და მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  pia.ge)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016