წიწიბურას ნახარში დაგეხმარებათ შეკრულობის და კუჭის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია გადამეტებული საკვების მიღებით.
ამის გარდა ასეთი ნახარში დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად მოირჩინოთ სილურჯეები და დაჟეჟილობა. ამისათვის მოხარშეთ ცოტაოდენი წიწიბურა და ნახარში გადაასხით სხვა ჭურჭელში. როცა გაცივდება, ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონი ან დოლბანდი დაიდეთ პრობლემურ ადგილზე 20 წუთით. საჭიროების შემთხვევაში პროცედურები გაიმეორეთ.
წიწიბურას ნახარში შეგიძლიათ გამოივლოთ პირში ნივრის და ხახვის სუნის მოსაშორებლად და ასევე ღრძილებში მტკივნეული შეგრძნებების დროს.
თუ ყოველ დილით და ძილის წინ მიიღებთ 1/3 ჭიქა წიწიბურას ნახარშს, ორგანიზმი დაიწყებს ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას, ხოლო თუ ფეხის თბილ აბაზანებს გაიკეთებთ ამ ნახარშით, მოიშორებთ კოჟრებს და ქუსლის ნახეთქებს.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო reitingi.ge)