reportiori.ge - სიმსივნის 5 შესაძლო ნიშანი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:40
სხვადასხვა
სიმსივნის 5 შესაძლო ნიშანი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 10:57


სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა სრულიად შესაძლებელია. ამისთვის საკუთარი ორგანიზმისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობაა აუცილებელი, რის შემდეგაც მოხდება ცალკეული სიმპტომების დაჯგუფება, რომელიც ადამიანს აწუხებს.




არსებობს სხვადასხვა სახის სიმსივნე, სწორედ ამიტომ მისი ნაადრევი ნიშნები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. აღსანიშნავია, რომ საერთო სიმპტომების გარკვეული ჯგუფიც არსებობს, რომლებიც ნებისმიერი სახის ონკოლოგიური დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა, სხვა დაავადების ნიშნებიც იყოს, სწორედ ამიტომ ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რაც სიმსივნის ქონის საფუძველს იძლევა:




ტკივილის შეგრძნება


ტკივილი წარმოიშვება სიმსივნის ბოლო სტადიებზე, როცა პროცესში ნერვული დაბოლოებები ჩაერთვება. დაავადების დასაწყისში კი არანორმალური შეგრძნებები იჩენს თავს, რომელიც ადამიანში იწვევს გრძნობას, თითქოს ავადაა. ასეთი პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს. უყურადღებობის შემთხვევაში კი ადამიანმა მიზეზი შესაძლოა საკმაოდ გვიან აღმოაჩინოს. განსაკუთრებული ყურადღება თავის ტკივილს უნდა მიექცეს, რადგან ტვინის სიმსივნე სწრაფად ვითარდება. არ შეიძლება, ქრონიკული თავის ტკივილი წნევის ცვლილებას მიეწეროს და არც ტკივილის მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებით ჩახშობაა რეკომენდებული. საჭიროა სპეციალისტის ჩარევა და შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლა.




წონის სწრაფი დაკარგვა


ბევრი ონკოლოგი თვლის, რომ წონის სწრაფი კლება სიმსივნის პირველი სტადიის მაუწყებელია. საუბარია წონის გამოგნებელ ცვლილებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, სიმსივნე ორგანიზმს აიძულებს, გამოყოს ბიოლოგიურად მავნე ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას ხელს უშლის და სრულიად ცვლის მათ.




მუდმივი მოთენთილობა


ავთვისებიანი სიმსივნე ორგანიზმში მომწავლელ ნივთიერებებს უშვებს, სწორედ ამ მიზეზის გამო მიმდინარეობს ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რაც ღებინებითა და მუდმივი მოთენთილობით გამოვლინდება. ამასთანავე, პირველი სტადიის სიმსივნე ანემიას იწვევს, რაც ასევე მოთენთილობის მიზეზია.




მაღალი ტემპერატურა


ძალიან ხშირად, ნაადრევი სტადიის სიმსივნის ერთ-ერთი ნიშანი, ტემპერატურის მოულოდნელი და აუხსენელი, უმიზეზო მომატებაა. საქმე ის არის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ორგანიზმის იმუნურ სისტემას უტევს, რომელიც ტემპერატურის მომატებით რეაგირებს. მესამე ან მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა იმუნური სისტემის დაზიანებითა და ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციით შესაძლოა იყოს გამოწვეული.




თმებისა და კანის მდგომარეობის ცვლილება


აღნიშნული ცვლილებები იმიტომ ხდება, რომ სიმსივნე ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არღვევს. მაგალითად, თირკმლის სიმსივნის წინა პერიოდში, კანი ფერს იცვლის, იგი შედარებით მუქი ხდება. ღვიძლის სიმსივნის შემთხვევაში კი კანი ყვითლდება. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები კი თმების ცვენა და ფრჩხილის ადვილი მტვრევაა.




იმისათვის, რომ მშვიდად ვიძინოთ


იმისათვის, რომ ადამიანს მშვიდი ძილი გარანტირებული ჰქონდეს, აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისთანავე სპეციალისტს უნდა მიაკითხოს. გარკვეული გამოკვლევები სიმსივნის პირველივე სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, ამის შემდეგ კი დამატებითი თერაპიების ჩატარებაა აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადებით განპირობებული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლი სიმსივნით იმდენად არ არის გამოწვეული, რამდენადაც მეტასტაზების თავის ტვინში სწრაფად გავრცელებით. სიმსივნის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დეტალური გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი.




 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

 

(წყარო  presa.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016