reportiori.ge - დავლიოთ თუ არა ლუდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:41
სხვადასხვა
დავლიოთ თუ არა ლუდი
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 14:10


ლუდის სეზონი ზაფხულის დადგომისთანავე იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ქარვისფერი, ქაფიანი და არომატული სითხე ყველას უყვარს, აი, მედიკოსებს კი მისდამი დღემდე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ერთნი მის აკრძალვას მოითხოვენ, მეორენი კი ლუდის ზომიერ სმაში ჯანმრთელობისთვის საზიანოს ვერაფერს ხედავენ. თანამედროვე სუპერმარკეტებში ლუდის მართლაც რომ დიდი არჩევანია, ქართველი თუ უცხოელი მწარმოებლები ლუდის მოყვარულებს ანებივრებენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ, განურჩევლად დასახელებისა, ყოველგვარი მარკის ლუდი შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს.





ერთი ჯგუფი ხორბლისგან დამზადებულ სახეობებს აერთიანებს, მეორე კი ქერისგან დამზადებულს. მომხმარებლამდე ლუდი საკმაოდ მკაცრ კონტროლს გადის. უწინარესად მისი ფერი, გემო, სისქე და გამჭვირვალობა მოწმდება. ქაფის მდგრადობა, სუნი და ნახშირმჟავა აირით გაჯერებაც ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს სადეგუსტაციო ნორმებს.




რატომ უნდა ვსვათ?

ლუდს დიდხანს ჩვეულებრივ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევდნენ, ვიდრე მასში უნიკალური თვისებების მქონე ძლიერ სასარგებლო მომწარო ნივთიერებები არ აღმოაჩინეს, რომლებიც სასმელში ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში ჩნდება. ასეთი ნაერთები არც ერთ სხვა ალკოჰოლურ სასმელში არ მოიპოვება.




დამამშვიდებელი ეფექტი

ლუდის შემადგენლობაში შედის სვია, რომელსაც დამამშვიდებელი, საძილე და ანტიბაქტერიული უნარი აქვს. ის ხელს უშლის მიკრობების აქტიურ გამრავლებას და ამით ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. ლუდის ანტიბაქტერიული ეფექტი იმდენად კარგადაა გამოხატული ტუბერკულოზის გამომწვევი კოხის ჩხირის მიმართ, რომ მრავალ ქვეყანაში მას ანტიტუბერკულოზურ სასმელსაც კი უწოდებენ. ცნობილია, ლუდის "ინტელექტუალური" შტრიხიც - მისი ზომიერად მოყვარულები თურმე გაცილებით უკეთ აზროვნებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს სასმელი ჭირის დღესავით სძულს - ალკოჰოლი მცირე კონცენტრაციით ხომ ტვინს, განსაკუთრებით კი მის მეხსიერების ფუნქციას ააქტიურებს.




რატომ არ უნდა ვსვათ?

ლუდი, ისევე როგორც არაყი, კონიაკი, პორტვეინი, მშრალი ღვინო, შეიცავს ეთილის სპირტს. ორი ჭიქა ლუდის დალევისას ორგანიზმში იმდენივე ალკოჰოლი ხვდება, რამდენიც 100 გრამი არყის დალევის შემთხვევაში.




ჭარბი ალკოჰოლი ორგანოებს აზიანებს

ადამიანები ლუდს დაახლოებით 300-500-გრამიანი ჭიქებით სვამენ, პირველი ჭიქის შემდეგ ორგანიზმში ხვდება 20 გრამი აბსოლუტური ალკოჰოლი, მეორე ჭიქის შემდეგ - 40 გრამი. ეს დაახლოებით არყით სავსე 200-გრამიანი ჭიქის ეკვივალენტია და, ბუნებრივია, იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა დაზიანებას.




ლუდზე დამოკიდებულებაც მოსალოდნელია

ლუდი, თუ რეგულარულად ვსვით, ალკოჰოლზე ისეთსავე დამოკიდებულებას აყალიბებს, როგორსაც არაყი ან სხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში იგრძნობა, სადაც ლუდი ტრადიციული სასმელია.




"ხარის გული" და ჭარბი წონა

ლუდს, ჩვეულებრივ, ბლომად სვამენ. ეს ორგანიზმში სითხის ჭარბ დაგროვებას იწვევს. მის დროულად გამოსაძევებლად გული და თირკმელები გაძლიერებულად იწყებენ მუშაობას. თუ ასეთი მდგომარეობა ქრონიკულად გაგრძელდა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდება ე.წ. ხარის გული, დაირღვევა თირკმლის ფუნქცია. ლუდის ზომაზე მეტად მოყვარულთა ერთ-ერთი პრობლემაა ჭარბი წონაც. სახეობისა და ხარისხის მიხედვით, ლუდი 4-დან 10 პროცენტამდე ადვილად მოსანელებელ ნახშირწყლებს შეიცავს. გაცხიმო­ვნება და ნივთიერებათა ცვლის მოშლა აზიანებს ღვიძლს - ძლ­იერი დატვირთვისას ის თანდათან კარგავს ბარიერულ ფუნქციას, ალკოჰოლი უფრო და უფრო თავისუფლად აღწევს სისხლში, აზი­ანებს გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფ სისტემებს და ორგანიზმის ძლიერ მოწამვლას იწვევს.




ნუ აჰყვებით მითებს

მითი ლუდის უვნებლობის შესახებ განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვინც ეს-ესაა ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო სამკურნალო კურსი ჩაიტარა. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ასეთებისთვის ალკოჰოლისადმი პათოლოგიური ლტოლვის ხელახლა გასააქტიურებლად ერთი ჭიქა ლუდის შესმაც კი საკმარისია. გაითვალისწინეთ:




1)18 წლამდე ლუდის სმა დიდად სასურველი არ არის. თუ მის გარეშე გიჭირთ, ეცადეთ, დღეში ნახევარ ლიტრზე მეტი არ დალიოთ.



2)კატეგორიულად აკრძალულია ლუდთან ერთად რომელიმე სხვა ალკოჰოლიანი სასმლის დალევა - ალკოჰოლით დათრგუნული ტვინი ჯეროვნად ვეღარ აკონტროლებს თირკმელების გაძლიერებულ მუშაობას, რაც ერთიორად ზრდის ალკოჰოლურ მოწამვლას და გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დარღვევის ხარისხს.



3)ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ცივ ლუდს მაშინვე ნუ დალევთ, ერთი საათი მაინც შეისვენეთ, მერე კი სასმელი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად მიირთვით - ასე არც თირკმელი გაგიღიზიანდებათ და არც ისეთი დიდი და მრგვალი ღიპი დაგედებათ, ლუდის ძლიერ მოყვარულებს რომ გამოარჩევთ.



 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო mkurnali.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016