reportiori.ge - რა საჭიროა ინტელექტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:40
სხვადასხვა
რა საჭიროა ინტელექტი
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 14:40


თუ ყურს მივუგდებთ ზოგიერთი მშობლის მსჯელობას იმის შესახებ, ადრეული ასაკიდანვე რატომ იწყებენ შვილების განათლებას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ინტელექტისა და აზროვნების როლზე მათ საკმაოდ დაბალი წარმოდგენა აქვთ.




მოდი, დავფიქრდეთ: მართლაცდა, რა საჭიროა ინტელექტი? ნუთუ მისი ერთადერთი დანიშნულება სწავლაა? პირად, ოჯახურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხომ ხშირად გვიწევს რთული და წინააღმდეგობრივი სიტუაციების გადალახვა!





ნუთუ ყოველთვის გვაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი და "შავისა" და "თეთრის" პოლარიზებული კატეგორიებით ვაზროვნებთ? აშკარაა, რომ აზროვნების უნარი ადამიანს უპირველესად არა სწავლისთვის, არამედ სოციალური ურთიერთობებისთვის სჭირდება. ამავე დროს ეს უნარი, რომელიც ინტელექტის განუყოფელი ნაწილია, ვითარდება არა იმდენად სწავლაში, რამდენადაც თამაშსა და შემოქმედებით საქმიანობაში. სწორედ სათამაშო აქტივობას არ გააჩნია კლიშე, ის თავისუფლად ვითარდება უშუალოდ თამაშის პროცესში, რომელსაც თავად მოთამაშეები მართავენ. ამასთან, აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება კრეატიულობაა. ისიც თამაშში იბადება, ხოლო სწავლის მეტისმეტად ადრეულ ასაკში დაწყება ამას ხელს უშლის. ეს ბუნებრივიცაა: მეცნიერული ღირებულების ინფორმაციას ბავშვი ვერ გადააკეთებს, ვერ შეცვლის - მან ის პასიურად უნდა აითვისოს. "აი ია" "აი იაა", ორს თუ ორს მივუმატებთ, ოთხს მივიღებთ - მორჩა და გათავდა, ეს განხილვას არ ექვემდებარება! არავითარი დამოუკიდებლობა თუ კრეატიული აზროვნება აქ არ არის და არც შეიძლება იყოს. ცოდნა და ნიშანთა სისტემებით ოპერირების უნარი, რაც თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქციაა, მხოლოდ იმას იმეორებს, რაც ბავშვს გადასცეს, აათვისებინეს, დაამახსოვრებინეს. ეს არ არის აზროვნების ახალი პროდუქტი. მხოლოდ შემოქმედებითი აზროვნება გულისხმობს დამოუკიდებელი გადაწყვეტის პოვნას, ახალი და ორიგინალური მიდგომის მოფიქრებას. პროდუქტიული აზროვნება მხოლოდ ნოვატორული შეიძლება იყოს. ძირითადად ამით განსხვავდება ის რეპროდუქციულისგან. ადრეული სწავლება კი ბავშვს სხვისი სტერეოტიპების ისე გამოყენებას ასწავლის, რომ სულაც არ სჭირდება დამოუკიდებლად აზროვნება. ის ჩანასახშივე ანადგურებს საკუთარის ძიების სურვილს.



 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  mkurnali.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016