reportiori.ge - როგორ უნდა წაუკითხოთ ბავშვს წიგნი, რომ დააინტერესოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:29
სხვადასხვა
როგორ უნდა წაუკითხოთ ბავშვს წიგნი, რომ დააინტერესოთ
ავტორი:
20 ნოემბერი, 2014. 17:42


1.            სანამ კითხვას შეუდგებით, ირგვლივ ყველა სათამაშო მოაფარეთ თვალს. ამით ბავშვს ყურადღება აღარ გაეფანტება. გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი, რათა კითხვის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს. თუ ამ სიმყუდროვის მიღწევა ვერ ხერხდება, ჯობია, ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. თუ ბავშვის ყურადღება მობილიზებული არაა, საერთოდ არ აქვს აზრი კითხვას.




2.            წაიკითხეთ და გამოხატეთ სათანადო ემოციები, კარგად გამოკვეთეთ სიტყვები და ბგერები. ცვალეთ კითხვის ტემპი, რათა ის ბავშვისთვის მოსაწყენი არ გახდეს. ხან მოუჩქარეთ და ხმას აუწიეთ, ხან პირიქით.




3.            კითხვის პროცესში ილუსტრაციებიც განიხილეთ. სთხოვეთ, თავისი სიტყვებით გადმოსცეს, რა ხდება ნახატზე. მოიწონეთ მისი ნაამბობი, თან ახალი და შესაფერისი სიტყვებიც უკარნახეთ. ასეთი "მეცადინეობა" ბავშვის სიტყვათა მარაგს ამდიდრებს, განუვითარებს ფანტაზიას, გაუფართოვებს თვალსაწიერს და ერთმანეთთანაც ძალიან დაგაახლოვებთ.




4.            უყიდეთ შესაფერისად ილუსტრირებული წიგნები. ნახატები დიდი, მკვეთრი და მარტივი უნდა იყოს. არ უნდა ამძიმებდეს ბევრი დამატებითი დეტალი. სასურველია, თუ ფურცლები მუყაოსი ექნება, მომრგვალებული კუთხეებით. ეს უკანასკნელი პატარას უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.




5.            ეცადეთ, კითხვა ბავშვისთვის სასიამოვნო რიტუალად იქცეს. მაგალითად, დააწესეთ კითხვის საათი ძილის წინ - ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.




6.            ნუ დაიზარებთ, თუ ბავშვი ერთი და იმავე წიგნის წაკითხვას რამდენჯერმე მოგთხოვთ. მისი ინტერესი გამეორების მიმართ კარგად გამოიყენეთ და რამდენიმე ლექსი ან ამბავი დააზეპირებინეთ.




7.            მეტყველების უნარის განვითარებისთვის ყველაზე პატარებს უნდა უკითხოთ წიგნები, რომლებშიც სიტყვები და გარკვეული მარცვლები მეორდება. ასეთი ბავშვური სხარტულები და სიმღერები ბავშვს მოსმენილის გამეორებისკენ უბიძგებენ. შესაბამისად, მათ წარმოთქმასაც ეჩვევიან.




8.            ნუ შეგაშინებთ ტექსტები, სადაც ბავშვისთვის უცხო სიტყვებიცაა შესული. ეს სიტყვათა მარაგის გამდიდრებას შეუწყობს ხელს. საერთოდ, ეცადეთ, რომ თქვენთან ურთიერთობამ მას ბევრი ახალი რამ ასწავლოს.





(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

(წყარო  mshoblebi.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016