ეს გახლავთ 35 რჩევა ქალისგან, რომელმაც 100 წლის შეუფასებელი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს:
1. თუ გაბრაზებული ხარ ან ზიზღის გრძნობით შეპრყობილი, შეეცადე, გათავისუფლდეთ ამისგან.
2. ყოველთვის გიყვარდეს და გჯეროდეს სიყვარულის.
3. ყველაფერი ყოველთვის უკეთესობისთვის ხდება. ღმერთი მოწყალეა და არ მიგატოვებს.
4. ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.
5. დროა სიცილის და დროა ტირილის.
6. იმოგზაურე, სანამ ახალგაზრდა ხარ და საშუალება გაქვს. ნუ დაინანებ ფულს. დაიმახსოვრე, გამოცდილება ბევრად ფასეულია, ვიდრე ფული.
7. ჩვენს განკარგულებაში ყოველთვის არის ხვალ.
8. არ შეადარო! შენ არასოდეს იქნები აღფრთოვანებული საკუთარი ცხოვრებით. ღობის იქით მინდორი ყოველთვის უფრო მწვანე გეჩვენება.
9. თუ ვინმესთან არ გსურს ურთიერთობა, გაწყვიტე კავშირი. შენ არ ხარ არავისთან ვალდებული.
10. ყოველდღე აკეთე ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდი.
11. ერთადერთი უცვლელი რამ ჩვენს სამყაროში არის ის, რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლება. შეეცადე, გააცნობიერო ეს და მიიღო.
12. ნუ ინანებ შეცდომებს.
13. ნუ იქნები უხეში.
14. იზრუნე მხოლოდ იმაზე, რა იქნება შენთვის მნიშვნელოვანი საბოლოოდ.
15. აპატიე.
16. იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან.
17. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადამიანთან მთელი ცხოვრება უნდა გაატარო ქორწინებაში.
18. იპოვე ის, რაც მართლა მოგწონს და აკეთე ეს საქმე.
19. ნურც შეეცდები, გაიგო ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება.
20. ყველაფერი ადრე თუ გვიან საკუთარ ადგილზე დგება.
21. ამბობენ, რომ მშობლებს შენ ვერ აირჩევ. ტყუილია!
22. მიიღე სიამოვნება შენი სამუშაოსგან.
23. არ მიიღო არანაირი ვიტამინი. მიიღე ისინი ბუნებრივი გზით.
24. დაკავდი ფიზკულტურით. უბრალოდ, გადი გარეთ და ისეირნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
25. ერთ მშვენიერ დღეს შენ მიხვდები, რომ მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ იმას აკეთებდი, რომ უმნიშვნელო რაღაცებზე ნერვიულობდი.
26. ჩვენი ცხოვრება - მოზაიკაა. ის ეწყობა წვრილმანებისგან, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან არსს.
27. ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტი სერიოზულობით.
28. დაიმახსოვრე, სიყვარული არ ტეხს გულებს. ამ შემთხვევაში ეს სიყვარული არ არის!
29. უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ, ისე ჩაივლის ცხოვრება შენს მიღმა.
30. ბევრი რამ სინამდვილეში ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვეჩვენება.
31. ისწავლე შეგუება. ადამიანს ბევრი რამის გადატანა შეუძლია.
32. მადლობელი იყავი მშობლების ყველაფრისთვის, რაც მათ შენთვის გააკეთეს.
33. გამონახე დრო, გამოიტირო ის, რაც დაკარგე.
34. იყოლიე შინაური ცხოველი. დროდადრო შეიძლება მარტო იგრძნო თავი. შინაური ცხოველი ყოველთვის შეგახსენებს, რომ ყველა ჩვენგანი სულიერია. ჩემი აზრით, ცხოველებსაც აქვთ სული.
35. არ გარწმუნებ იმაში, რომ უნდა მისდიო ან არ მისდიო რომელიმე რელიგიას, მაგრამ ვალდებული ხარ, იპოვო ის, რისიც გწამს და იცხოვრო შენი რწმენის მიხედვით.
იცხოვრე სიამოვნებით და მთელი დატვირთვით!
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო marao.ge)