reportiori.ge - ნაპოლეონ ბონაპარტის გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:31
სხვადასხვა
ნაპოლეონ ბონაპარტის გამონათქვამები
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 11:24


 

1. არასოდეს უთხრათ თქვენს მტერს, რომ სცდება.

 

 

2. წარმოსახვის უნარი სამყაროს მართავს.

 

 

3. არაფერია მაზე რთული და არც მაზე ძვირფასი, რომ გადაწყვეტილების მიღება შეგეძლოს.

 

 

4. თუ გსურთ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად უნდა გააკეთოთ.

 

 

5. ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს.

 

 

6. ალექსანდრემ, ისარმა, შარლემანმა და მე იმპერიები შევქმენით. მაგრამ რაც შევძელით, ყველაფერი ჩვენი გენიის წყალობით გავაკეთეთ? არა, ძალის გამოყენებით. იესო ქრისტემ კი იმპერია" სიყვარულზე დააფუძნა და სწორედ ამიტომაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი სიამოვნებით მოკვდება მისთვის.

 

 

7. დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

 

 

8. ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად - იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.

 

 

9. ადამიანებს ორი მოტივი ამოძრავებთ: შიში და პირადი ინტერესები.

 

 

10. მას, ვისაც წაგების ეშინია, გარანტირებული აქვს დამარცხება.

 

 

11. ათი მოლაპარაკე ადამიანი უფრო მეტ ხმას გამოსცემს, ვიდრე ათი ათასი, რომელიც დუმს.

 

 

12. ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.

 

 

13. სიკვდილი არაფერია, მაგრამ იცხოვრო შერცხვენილმა და დამარცხებულმა, ნიშნავს, ყოველდღიურად კვდებოდე.

 

 

14.სიტყვა შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვნით.

 

 

15. რა არის სიყვარული? - ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.

 

 

16. ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.

 

 

 

17. იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.

 

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  4motivi.com)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016