reportiori.ge - ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:31
სხვადასხვა
ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 11:34




ფუტკარი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთჯერადი შპრიცი, რომელიც უნიკალური წამლით არის სავსე და სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია. ფუტკრის კბენისას ორგანიზმში ხვდება რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე (50-მდე ნივთიერების შემცველი) ფუტკრის შხამის მეტად მცირე დოზა. მასში შედის: მინერალური ნივთიერებები (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი), მჟავები (მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა), ცხიმები, ცილები და ამინომჟავები, ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა), აცეტილქოლინი და ჰისტამინი, თუმცა ფუტკრის ნაკბენით მკურნალობისას ძირითადი დატვირთვა პეპტიდებზე (ერთი ან რამდენიმე ამინომჟავას ნარჩენისგან შედგენილ ნივთიერებებზე) მოდის.



პეპტიდი მელიტინი აცხრობს ანთებით პროცესებს და სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, ადოლაპინი ტკივილს უფრო უკეთ აყუჩებს, ვიდრე ერთად აღებული ოპიუმი და ასპირინი, აპამინს ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა, ხოლო კარდიოპეპტიდი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ასტაბილურებს.



ძნელია, ფუტკრის შხამს უწოდო წამალი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ ერთი, ეს არის ნატურალური საშუალება, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, დანამატებსა და სხვა ქიმიურ ელემენტებს, მეორე - მას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, ნებისმიერი ქიმიური პრეპარატისგან განსხვავებით, რომლებსაც გვერდითი მოვლენების მთელი წყება ახასიათებს. მესამეც, ფუტკრის შხამი ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების გააქტიურებისას ქრონიკული დაავადებების მიზეზებზე მოქმედებს და არა მათ სიმპტომებზე.




ფუტკრის შხამის სამკურნალო თვისებები

 

1. ნერვული სისტემა: მცირე დოზას აღმგზნები ეფექტი აქვს, ხოლო დიდს - დამამშვიდებელი. ახასიათებს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ძილს, მეხსიერებას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამცირებს ტვინის შეშუპებას. აქვს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტი.

 

 

 

2. გულ-სისხლძარღვთა და სისხლის წარმომქმნელ ორგანოთა სისტემა: აფართოებს სისხლძარღვებს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. კარგი ანტიკოაგულანტია. აქვს ანტიარითმიული ეფექტი. ახასიათებს ანტიანემიური თვისებები, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

 

 

 

3. სასუნთქი სისტემა: აფართოებს ბრონქებს, ათხიერებს ნახველს, აქვს ამოსახველებელი ეფექტი.

 

 

 

 

4. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ასტიმულირებს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, აძლიერებს საჭმლის გადამმუშავებელი ფერმენტების, კუჭის წვენისა და ნაღველის გამომუშავებას. აქვს წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.

 

 

 

 

5. ენდოკრინული სისტემა: ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას, ნორმაში მოჰყავს სასქესო და ფარისებრი ჯირკვლების მოქმედება, აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.






  • ჩამოთვლილთა გარდა აქვს: ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები.





ამავე დროს ფუტკრის კბენით მკურნალობას უკუჩვენებებიც გააჩნია. ასეთი შემთხვევებია:


 

1.       ფუტკრის შხამის აუტანლობა;

 

2.       მწვავე დაავადებები და ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში;

 

 

3.       ტუბერკულოზი;

 

4.       ვაქცინაცია (ერთი თვის განმავლობაში);

 

 

5.       თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა;

 

6.       ადისონის დაავადება;

 

 

7.       ორსულობა და ძუძუთი კვება.

 

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

(წყარო  mkurnali.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016