reportiori.ge - დაბადების თარიღი თქვენი ხასიათისა და ბედის შესახებ მეტყველებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:37
სხვადასხვა
დაბადების თარიღი თქვენი ხასიათისა და ბედის შესახებ მეტყველებს
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 12:14


 

ნუმეროლოგიური ანალიზის მიხედვით, ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია კონკრეტულად საკუთარ დაბადების თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები. ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნული განვითარების გზის რაგვარობაზე ახდენს გავლენას. მაშ ასე, იპოვეთ მოცემულ სიაში თქვენი დაბადების თარიღი და გაეცანით შედეგებს.




1 - ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.


2 - მათთვის ცხოვრებაში მთავარია, ისწავლონ სწორი არჩევანის გაკეთება. ისინი მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.


3 - ამ ხალხს მოეთხოვება, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთოს და არასოდეს იყოს სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წარუმატებლობა ელით.


4 - მათთვის მთავარია ინფორმაცია. კომუნიკაბელური ადამიანების რიცხვია. ისინი ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.


5 - იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად სამართლიანობის მოყვარული ადამიანების რიცხვია. მათთვის ცხოვრებაში უმთავრესია სიმართლის პრინციპით ცხოვრება.


6 - მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან ამ რიცხვის ვიბრაციით. მათთვის აუცილებელია ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალოთ თავს საქმის იძულებით კეთება.


7 - ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება გააჩნიათ.


8 - რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ისინი ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.


9 - მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.


10 - მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.


11 - ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.


12 - მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.


13 - კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. დიპლომატები, საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გვხვდებიან მათ შორის.


14 - კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. ისინი ხშირად არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. პროფესიად ისტორიკოსობას ან ტურიზმის სფეროს ირჩევენ.


15 - დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში დაეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.


16 - მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.


17 - საოცარი გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, "არაფრისგან" შექმნან შედევრი. გააჩნიათ წვრილმანებით სიხარულის ნიჭი.


18 - იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის ციფრია. ბევრი მათგანი მიდრეკილი ალკოჰოლიზმისკენ.


19 - სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.


20 - პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ისწავლონ მეტი კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან.


21-  სპორტსმენების, მოცეკვავეებისა ზოგადად ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის ციფრია. მათი უმრავლესობა ცხოვრების აქტიურ წესს ეწევა ღრმა სიბერემდე.


22 - ქაოსურობა უდიდესი ნაკლია ამ ხალხისთვის. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა ელით წინ.


23 - მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის ციფრია. მათთვის აუცილებელია კონკრეტული მიზანი დაისახონ ცხოვრებაში და მიჰყვენ მას.


24 - კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.


25 - ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.


26 - ამ ხალხის ძირითადი პრობლემები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. მათ უჭირთ შესაფერისი პარტნიორის პოვნა ამ მხრივ. სიყვარული მათთვის ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი სახსარია.


27 - იდეალისტი, შემოქმედებითი ხალხია. თუმცა მათი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზედმეტად პრეტენზიულები არიან სხვების მიმართ. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს.


28 - ძლიერი ნებისყოფის მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ხალხია. მათ უმრავლესობას შეუძლია საკუთარი თავის სრულყოფა.


29 - გენეტიკური სიბრძნით დაჯილდოებული ხალხია. მათთვის მარტივია ნებისმიერი ტიპის ოკულტური ცოდნის ათვისება.


30 - მებრძოლი, სულით რევოლუციონერი და დაუმორჩილებელი ხალხია. ისინი ხშირად ქმნიან ქაოსს და არეულობას გარშემო მყოფებს შორის.


31 - გონიერი, ფილოსოფიური აზროვნების მქონე ხალხია. მათ უმეტესობას უნარი აქვს, ისწავლოს და გაიზარდოს საკუთარ შეცდომებზე.





(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

წყარო   geworld.ge


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016