ოდრი ჰეპბერნი ( ნამდვილი სახელი ოდრი კეტლინ რასტონი) ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი და მოდელი.
1.ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი ტანსაცმელით. ქალის სილამაზე არ მდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმებს. ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილი, სადაც სიყვარული იბადება.
2. ვისაც არ სჯერა სასწაულების, ვერასოდეს გახდება რეალისტი.
3.წარმატება მრგვალ საიუბილეო თარიღს ჰგავს - მიაღწევ რა მას, ხვდები, რომ საერთოდ არ შეცვლილხარ და ზუსტად იმავედ დარჩი, რაც მანამდე იყავი.
4.თუ გინდა გქონდეს მომხიბვლელი ტუჩები, ისაუბრე მხოლოდ კარგზე.
5.თუ გინდა გქონდეს ლამაზი თვალები, შეეცადე. დაინახო მხოლოდ კარგი ადამიანებში.
6.თუ გინდა გქონდეს კარგი ფიგურა, გაუნაწილე საჭმელი ღარიბებს.
7. როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ მე ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს... სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერა გავიკეთე.
8.ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახის პატრონს ვინმე ფილმებში გადამიღებდა.
9.შესაძლებლობები ხშირად არ მოდიან. ამიტომ როცა ისინი მოდიან, შეეცადე, ისინი დაიჭირო.
10.ბედნიერი გოგონები არიან ყველაზე მშვენიერები.
(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო buzzmedia.ge)