reportiori.ge - რას არ აკეთებენ ბედნიერი ადამიანები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:15
სხვადასხვა
რას არ აკეთებენ ბედნიერი ადამიანები
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 12:46



წარმოგიდგენთ იმ თვისებების ჩამონათვალს, რომლებიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ. მაშ ასე, ბედნიერი ადამიანები არასოდეს:




1. ცხვირს არ ჰყოფენ სხვის საქმეში


დაივიწყეთ ის, თუ რას აკეთებენ სხვები. თქვენ თქვენი ცხოვრების გზა გაქვთ. ზოგჯერ ადამიანი თავდაჯერებული არ არის - საკუთარ თავს იმ მოთხოვნების მიხედვით აფასებს, რომელსაც საზოგადოება მას უყენებს. ისინი ყურს უგდებენ სხვების აზრს, ნაცვლად საკუთარისა. არ არის საჭირო, საკუთარი თავი სხვებს შეადაროთ, მოუსმინეთ შინაგან ხმას და აკეთეთ საკუთარი საქმე.




2. სხვებში საკუთარი ღირსებების მტკიცებულებებს არ ეძებენ


როცა თქვენ კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, როცა არ დაიწყებთ სხვებთან მეტოქეობას, რათა დაამტკიცოთ თქვენი პერსონის მნიშვნელობა, ყველა პატივისცემით შემოგხედავთ.



 

3. საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს ან გარეფაქტორებს არ აკისრებენ


რაც უფრო სწრაფად მოეშვებით იმაზე ფიქრს, რომ თქვენს ბედზე ვინმე ან რამეა პასუხისმგებელი, მით მალე გახდებით ბედნიერი. ბედნიერება ან უბედურება დამოკიდებულია თქვენს მსოფლმხედველობაზე.




4. წარსულის წყენას გულში არ იდებენ


დღევანდელი დღე იყოს ის მომენტი, როცა თქვენ მოეშვებით წარსულის აჩრდილების დევნას. ის, რაც წარსულში გადაგხდათ, თქვენი ცხოვრებისეული წიგნის მხოლოდ ერთი თავია. თუკი ამ მომენტს არ დაძლევთ, ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება გაგყვებათ და ტკივილს ყოველ ჯერზე მოგაყენებთ. ამიტომ ნუ მიეჯაჭვებით წარსულის პრობლემებს.




5. არ ატარებენ დიდ დროს ნეგატიურ მდგომარეობაში


არ შეიძლება მიიღოთ სწორი, პოზიტიური გადაწყვეტილება, თუკი ამისთვის ხელისშემშლელ ვითარებაში იმყოფებით.




6. არ ეწინააღმდეგებიან სიმართლეს


ადამიანი საშინელ ხაფანგში ექცევა, როცა მთელ ცხოვრებას იმის სწავლაში კარგავს, როგორ ისწავლოს მოტყუება. თუკი თქვენ სიმართლეს წინააღმდეგობას გაუწევთ, ტყუილი ყოველდღიურად თქვენს დევნას დაიწყებს. უმჯობესია, გაჩუმდეთ, ვიდრე მოიტყუოთ.




(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

წყარო  marao.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016