reportiori.ge - 21 ნოემბერს გიგო გაბაშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:35
კულტურა
21 ნოემბერს გიგო გაბაშვილი დაიბადა
21 ნოემბერი, 2014. 13:10



ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი 1862 წლის 21 ნოემბერს თბილისში დაიბადა.



1882-1883 წწ თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და  ბატალისტ ფ. რუბოსთან თანამშრომლობდა, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 წწ სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 წწ - მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898წელს იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წ. თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.



XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, - XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.



გიგო გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა; არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები. სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები.



გიგო გაბაშვილი არის პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა, პეიზაჟისა, ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი („ბაზარი სამარყანდში", 1894წ; დივანბეგის აუზი ბუხარაში", 1895წ.).

ბაზარი სამარყანდში" 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.



გიგო გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.



1897წ. თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში (1901 წლიდან იყო დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).



გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში.


გიგო გაბაშვილი 1936 წლის 28 ოქტომბერს, ქობულეთის რაიონ სოფელ ციხისძირში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016