reportiori.ge - მივიღოთ თუ არა იმუნოსტიმულატორები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:42
სხვადასხვა
მივიღოთ თუ არა იმუნოსტიმულატორები
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 14:20





იმუნური სისტემის სტიმულირება არ ღირს. თუ ორგანიზმს პრობლემები შეექმნა, უნდა მოიძებნოს ნამდვილი, ზუსტი მიზეზი.



დღეისათვის არსებული იმუნოსტიმულატორები ახდენს იმუნური რეაქციის აქტივაციას ბიოქიმიურ დონეზე. თუმცა მათი რეალური სარგებელი და მოგვიანებითი შედეგები საკმაოდ რთული და ნაკლებად შესწავლილი სფეროა, იმდენად, რამდენადაც შედარებით მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი იმუნიტეტის მექანიზმების შესახებ და მეცნიერები ყოველწლიურად ახალ-ახალ ცნობებს იღებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. ამიტომ დარწმუნებით და დაბეჯითებით "შეუსწავლელი" იმუნური სისტემის ზოგადი სტიმულაციის უსაფრთხოებაზე საუბარი ძნელია.



განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ბავშვებში იმუნოსტიმულატორების პროფილაქტიკური გამოყენებისა და ანტივირუსული პრეპარატებით გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადების მკურნალობისას.



იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაცია საშიშია და იგი ისეთივე არასასურველია, როგორც იმუნოდეფიციტი.



ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებს იმუნური სისტემის ბალანსის პირობებში. როდესაც ადამიანი იწყებს მის სტიმულაციას, შესაბამისი ფაქტორების არსებობის პირობებში, ეს შეიძლება დასრულდეს პათოლოგიური ანთებით, იმუნური აგრესიის გაშვებით ჯანმრთელ ქსოვილზე, იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციით და თეორიულად (იშვიათ შემთხვევებში) აუტოიმინური ან ონკოლოგიური დაავადებების განვითარებით.



თუ ახლო ნათესავებიდან ვინმეს აქვს რომელიმე აუტოიმუნური დაავადება (რევმატოიდული ართრიტი, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, შეგრენის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და სხვა), ასეთ დროს, არანაირ პირობებში არ ღირს რაიმე იმუნომასტიმულირებელი საშუალების მიღება.



თუ ჯიუტად შევეცდებით საკუთარი იმუნური სისტემის სტიმულირებას, ეს შეიძლება დასრულდეს აუტოიმუნური დაავადების დებიუტით.



აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას გააჩნია გვერდითი ეფექტი.



ჯობს, სწორად იკვებოთ, მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, მოიწესრიგოთ ძილი, რეგულარულად ივარჯიშოთ, ბევრი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.


 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

წყარო  mkurnali.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016