reportiori.ge - თავდაცვის მინისტრმა დოდ-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:49
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა დოდ-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 17:15

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების დათვალიერებას განაგრძობს. როგორც მინისტრის პრეს-სამსახურმა „რეპორტიორს" აცნობა, დღეს, ირაკლი ალასანია დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო ნაწილებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფებში გარე კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება სასადილოები, კაპიტალური რემონტი უტარდებათ ყაზარმებს. თავდაცვის მინისტრს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისა და გრაფიკის, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებლებმა მიაწოდეს.

„დღეს, სენაკის ჳჳ ქვეით ბრიგადაში გვაქვს შემოწმება, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე ექვსი ყაზარმის გაკეთება დაიწყო, დანარჩენი ცამეტი დაგეგმილ ვადაში გაკეთდება. მე, როგორც დავპირდი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჯარს  ყველა პირობას შეუქმნის, რათა მისია ღირსეულად შეასრულონ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016