რამოდენიმე დღის წინ შპს "ბიემსი გორგია"-ში ფინანსური პოლიცია შევიდა. პრესის და მედიის საშუალებით, ამ ორგანიზაცის შავ ბუღალტერიაზე არა ერთი მამხილებელი ფაქტი გაჟღერდა. ფინანსურმაც არ დააყოვნა და „გორგიას" ესტუმრა. ამ ეტაპზე მიდის მოკვლევა და საწყობების დათვლა. კულუარული ინფორმაციით გია გორგოშაძე 15 მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ , ოღონდაც ციხეში არ მოხვდეს... არადა როგორ ჭირდება ამ ეტაპზე ბიუჯეტს ფული, მით უმეტეს, „გორგიას" შავი მახინაციებით ნაშოვნი ფული, უდავოდ სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას.
ჩვენივე წყაროს ცნობით, გია გორგოშაძე დარბის ნაცნობების ძებნაში და საბედნიეროდ, არც ერთი სტრუქტურა ხელს არ კიდებს ქრთამს. ფული თეთრად შევა ბიუჯეტში და გარიგებაზე "გორგიასთან" არავინ წავა. თუმცა ვის აქვს ორი თავი, „ნაციონალების" დრო ხომ არაა, ქისით მიიტანოს ფული იატაკქვეშეთში..!
„გორგია" აქამდე ნაციონალებს აფინანსებდა და იმედია შეწყვეტს საკუთარი პრობლემების ფონზე ძალადობის დაფინანსებას. გია გორგოშაძემ რამდენიმე დღის წინ დირექტორთა საბჭოს წევრებს მიუგზავნა ადამიანი და ფინანსურთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, იმ დაპირებულ 2%-ს სთავაზობს, რომელშიც „გადააგდო" ექვსი კაცი- მთელი დირექტორთა საბჭო. ახლა უკვე გვიანია , აცხადებენ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები. შეგახსენებთ , რომ ამ ადამიანებმა სწორედ მაქინაციების გამო დატოვეს "გორგია" რამდენიმე თვის წინ და წყნარი ცხოვრება და მშვიდი ძილი არჩიეს. სამაგიეროს გადახდის მიზნით გია გორგოშაძემ ისინი „დასაჯა" და კუთვნილი 2% არ მისცა. ანუ "გადაყარა". ახლა კი სათითაოდ დარბის და ეხვეწება ამ წევრებს: ოღონდაც არ ითანამშრომლოთ ფინანსურთან და რასაც მთხოვთ შეგისრულებთო!
პროცესში ჩართულია ანტიკორუფციული სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, ქალაქის პოლიციის სამმართველო და პროკურატურა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რაც "გორგიაში" ხდება: ბუღალტერიისა და აიტი სამსახურების წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ თუ დაიჭერენ, გორგოშაძე მათ ფულს უპრობლემოდ გადაიხდის. პროკურატურაში შევიდა განცხადება გია გორგოშაძის სიძის- ემზარ თურმანიძის საქმეზე, რადგან ზემოხსენებული პირი თან 10 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების მფლობელია და თან ტრაილერზე ზის მძღოლად. ეს ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია , თუ როგორ მალავდა გია გორგოშაძე ნაციონალების დროს ნაშოვნ ფულს და სიძეებზე , დებზე , 90 წლის მამაზე აფორმებდა. ნაციონალებთან გარიგებით, ხელში ჩაიგდო რამდენიმე სტრატეგიული ქარხანა და ასე დააგროვა მილიონები. სწორედ ეს მილიონები მიმალა და ახლაც აგრძელებს შავი ბუღალტერიის წარმოებას. საბედნიეროდ, დღეს, უკვე შემოსავლების სამსახური და ფინანსური პოლიციის გამომძიებლები, ზუსტად დაითვლიან და ყოველგვარი გარიგებების გარეშე ავლენ იმ 15 მილიონ ლარზე, რომელსაც გია გორგოშაძე თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხდის, ამჯერად უკვე ბიუჯეტში და არა ვინმე მაღალჩინოსანის ჯიბეში, "დაკრიშვის" სანაცვლოდ.
ამინფორმაციის შემდეგ 50 -მდე თანამშრომელი რეკავს დირექტორთა საბჭოს წევრებთან და სთხოვენ , რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან როგორც სჩანს გარდა ფინანსური დარღვევებისა , გია გორგოშაძეზე მორალურად ბევრი ადამიანია განაწყენებული. თან ეს ადამიანები რიგითი კონსულტანტები და დამლაგებლები კი არიან, კომპანიის მართვის ზედა რგოლში მუშაობენ. ბევრმა არ მოითმინა ღირსების შელახვა და წავიდა,ზოგი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ნაწილი კი, დანაპირებს ელოდება. ყოფილ მთავარ ბუღალტერ ლაშა ახალაიას სიჩუმის სანაცვლოდ 90 000 ამერიკული დოლარი ჯერ ასესხა, ახლა კი ჩუქებას ჰპირდება თუ ჩუმად იქნება. არადა დირექტორთა საბჭოს ვალის აღიარების კონტრაქტი, დირექტორთა საბჭომ, პროკურატურას გადასცა. ასე სათითაოდ ჰპირდება ყველას სიჩუმის სანაცვლოდ 2%-ს. მაგრამ ფინანსური პოლიცია ყველა დოკუმენტს ფლობს და ფაქტებიც ძალიან ბევრი აქვს. კულუარული ინფორმაციით, გია გორგოშაძე თურქეთში გაქცევას აპირებს და ჰგონია, ისევე მარტივად დამთავრდება ყველაფერი, როგორც 5 წლის წინ.
ოთხი დღის უკან მეუღლესაც გაუგზავნა "შიკრიკი" თავი დამანებე და ერთ ქარხანას გადმოგიფორმებო. (წვენების ქარხანაზე ,ან „დეესკაზეა" საუბარი ) მეუღლე კი ქონების ნახევარს ითხოვს და ორიდან ერთ ქარხანას არ სჯერდება. ეს საინტერესო და რთული პროცესია, ჩართულია პროკურატურა, ანტიკორუფციული სამსახური , ფინანსური პოლიცია, დიდუბის პოლიციის სამმართველო და ჟურნალისტთა კორპუსი, რომელიც თვალს ადევნებს აღნიშნულ პროცესს. ფაქტი ერთია, რომ დღევანდელ სიტუაციაში შპს "გორგია" არ უნდა ბედავდეს ნაციონალური პარტიის დაფინასებას. ჩვენი ინფორმაციით, ის, გარკვეულ თანხას ოფშორში რიცხავს და როგორც "გოლდ კარტის" მფლობელი, კვალის დაფარვით აძლევს ნაციონალურ მოძრაობას თანხას. მაუდ-კამვოლის კომბინატის ხელში ჩაგდება,კაპიკებად, სწორედ ამ სქემით ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამერიკელი მეპატრონე და პატარკაციშვილების ოჯახი გია გორგოშაძეზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ და ეს მზაკვრული გეგმა ვერ განახორციელა. მაუდ-კამვოლის აქციონერები რამდენჯერმე მივიდნენ "გორგიას" შენობასთან და დიდი მიტინგი გამართეს.
გია გორგოშაძე კი, ამ დროს, როგორც სჩვეოდა, თურქეთში „ტყდებოდა"...აქციონერები დღემდე გაწვალებულები არიან. ვერ გაუგიათ რა ოპერაციებია და რა თანხები სად ტრიალებს. რაც შეეხება ბათუმის და თბილისის „გორგიას" ოფისებს, ანტიკორუფციული სამსახური ამოწმებს და უახლეს მომავალში ალბათ დასკვნას დადებენ.
ბათუმის ოფისი კიბეებთან ჩახსნილია და სიცოცხლისთვის საშიშია, თბილისის ოფისი, მთელი საწყობებით, წყალზე დგას. მოკლედ, ამ ყველა უბედურების სანაცვლოდ იხდის ბიზნესმენი გია გორგოშაძე ნაციონალების დროს დაგროვილი, მახინაციებით ნაშოვნი თანხიდან 15 მილიონ ლარს. ეს თანხა კი, მართლა სასიკეთოდ წაადგება, ჩვენს არც თუ სავსე ბიუჯეტს.