reportiori.ge - მიშა ისეთი გამწარებული ყოფილა, ძლივს აწყნარებდნენ თურმე - რის გამო დაიძაბა ურთიერთობა სააკაშვილსა და ბოკერიას შორის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:37
ინტერვიუ
მიშა ისეთი გამწარებული ყოფილა, ძლივს აწყნარებდნენ თურმე - რის გამო დაიძაბა ურთიერთობა სააკაშვილსა და ბოკერიას შორის?
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 18:53


რით დაემუქრა მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტიის ლიდერებს? აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას? რამდენი მილიონი დაიხარჯა „ნაციონალების" აქციაზე და ვინ არიან დამფინანსებლები? რას აპირებს „ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გულის მოსაგებად?


„ალიას" „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი დარსალია ესაუბრა:

 

- ანი, პირად საუბარში მითხარი, „ნაციონალებში" საინტერესო ამბები ხდება, დეტალებს დავაზუსტებ და მოგიყვებიო. რა გაარკვიეთ?


- „ნაციონალური მოძრაობა", რომ ელოდებოდა აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხს, მაგრამ გეგმები ჩაეშალათ და აქციის მეორე დღეს, ბოკერია და ვაშაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ეს გეცოდინებათ. ამის შემდეგ, მათ ოფისში სრული ქაოსია და საქმეების გარჩევა გრძელდება. მიშას უთქვამს ამათთვის, მე თქვენ ფული იმიტომ მოგეცით, რომ დასავლეთისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რამდენი მხარდამჭერი გვყავდა, რომ მერე ფულიც წამოსულიყო და წყალობაცო. რატომ აიღეთ პასუხისმგებლობა, ამდენ და ამდენ ხალხს გამოვიყვანთო, თუ პირობის შესრულების თავი არ გქონდათო. აწი არც ფული  იქნება და მეც შემარცხვინეთო. არც არავინ უცემიათ, ვერც პროვოკაციები დაგეგმეთ, თქვენ რა ხალხი ხართო. სააკაშვილს უნდოდა, დასავლეთისთვის ეჩვენებინა, როგორ იქცეოდა 2 წლის მანძილზე ხელისუფლება და როგორ აპროტესტეს ამას ხალხი, ამიტომ, თუ ნამდვილად სურდა დასავლეთს საქართველოში პროგრესი, უნდა დაყრდნობოდა მათ. ამიტომაც ასაღებდა 7 ათას ადამიანს ასი ათასად. საცოდავმა მიშამ, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო დასავლეთთან და ახლა დანდობა აღარ იქნება. ახლა აწყნარებენ თურმე. ეს როგორ გამიბედეს, საკუთარმა გუნდმა მიღალატაო.


- კონკრეტულად ვის უსაყვედურა სააკაშვილმა?

 

- სააკაშვილმა ბოკერია-თარგამაძის გუნდს უსაყვედურა, რის შემდეგაც თავის გასამართლებლად, მათ თავის მხრივ ვაშაძე-მელიას გუნდთან მოუვიდათ უკმაყოფილება. უშუალოდ ყველაფრის დამგეგმავი და ფულის ხარჯვაზე პასუხისმგებელი იყო გიგა ბოკერია. ზუსტად ვიცი, რომ ბოკერიასა და სააკაშვილს ჰქონდათ ძალიან დაძაბული საუბარი.


- რას აპირებს სააკაშვილი, ამის შესახებაც ხომ არ იცი?

 

- ამ მარცხის შემდეგ ჟონავს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარტიაც დატოვოს. სააკაშვილი ისეთი ადამიანია, ასეთი მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის წევრებს აღარ დაინდობს, მით უმეტეს, როცა ამ აქციის ჩაფლავებით მან დასავლეთის წყალობა დაკარგა და დამნაშავეები თუ არ გამოავლინა, როგორ გაიმართლოს თავი მათ წინაშე? მიშა ისეთია, ყოველთვის საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდა და თავისი გუნდის წევრებიც ხშირად გაუწირავს. აპირებს, დაუყენოს მათ საკითხი და სავარაუდოდ, ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ განისვენებს. ნამდვილად მიმდინარეობს საუბრები პარტიაში, რომ მიშა ემზადება მკაცრი გადაწყვეტილებებისთვის.


როგორც გაირკვა, პარტიაში დაძაბული ურთიერთობა იმის გამოც ყოფილა, რომ, აქციისთვის გამოყოფილი ფულიდან ნაწილი გაქრა და ახლა „ნაცები" ერთმანეთში არკვევენ, ვინ „მოტეხა" ფული.


- რა ფულის „მოტეხვის" ამბავს  არკვევენ, რა ფულზეა საუბარი?

 

- ეს ის ფულია, რომელიც რეგიონებში დაიხარჯა. მოგეხსენებათ, ბევრი ხალხი უნდა ჩამოეყვანათ რეგიონებიდან, მაგრამ ასე არ მოხდა და ადგილზე „მოტეხეს" ფული რეგიონების უფროსებმა. ეგონათ, ხალხი აქციის ლოზუნგზე - „არა ანექსიას!" წამოეგებოდა, თავად დაიძვრებოდნენ თბილისისკენ და ფული ტყუილად რატომ უნდა გადაეხადათ?


- ხომ არ იცი, რა თანხა დაიხარჯა აქციისთვის?

 

- დაახლოებით 3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დეტალურ ინფორმაციას კიდევ ველოდებით ამ თანხასთან დაკავშირებით და აუცილებლად მოგაწვდით.


- ვისი ფული იყო, სააკაშვილის?

 

- თანხის დიდი ნაწილი სააკაშვილის მოპოვებულია, მაგრამ ამას გარდა დიდი რაოდენობით „შავი ფული" დაიხარჯა. როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, დამფინანსებლები ასევე არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში ეწევიან საქმიანობას, მაგრამ აქტიურად არ ჩანან, ანუ ცნობადი სახეები არ არიან, ძირითადად, „ოცნებაზე" განაწყენებული ბიზნესმენები არიან, ზოგი შეზღუდეს, სასათბურე პირობები არ შეუქმნეს, ზოგი სააკაშვილის დროინდელია და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვეღარ „გულაობს", არიან მათ შორის კიდევ „ოცნებაში" გადაბარგებული ადამიანებიც, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ „ნაციონალებთან".


- „ნაციონალების" გეგმებზე ხომ არ იცით რამე?

 

- როგორც ვიცი, ახლა მიდის მუშაობა, იქნებ რამე ისეთი პროვოკაციები  დაგეგმონ, რომ ამას ხალხის აღშფოთება მოჰყვეს, უნდათ, 15 ნოემბრის ჩაფლავება ამით გამოისყიდონ სააკაშვილთან.


- ერთი რამ მაინტერესებდა და უნდა გკითხოთ. „ნაციონალების" ოფისთან რომ აქციებს მართავთ, „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, უნდა გაუქმდესო, მანდ რა გესაქმებათ? პარლამენტთან რატომ არ მართავთ აქციას ამ მოთხოვნით, მანდ სწორედ ის ხალხი არ ზის, არჩევნებამდე  მაგას რომ გვპირდებოდა?

 

- ჩვენ საქმე გვაქვს პირადად „ნაციონალების" გველების ბუდესთან, იქ უნდა მივიდეთ და მივუსამძიმროთ მათი პოლიტიკური დაკრძალვა. პარლამენტთან არაფერი გვესაქმება, ჩვენ „ნაციონალებთან" გვაქვს საქმე. ისინი პოლიტიკური გვამები არიან და გვინდა, ბოლო საკონტროლო გასროლა საზოგადოებასთან ერთად განვახორციელოთ. 23-ში მივალთ მათ ოფისში და არ მოვასვენებთ.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016