reportiori.ge - კახა კახიშვილი: ცნობილი ჯალათებისგან სოზარ სუბარმა, სისტემა მთლიანად გაათავისუფლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:28
ინტერვიუ
კახა კახიშვილი: ცნობილი ჯალათებისგან სოზარ სუბარმა, სისტემა მთლიანად გაათავისუფლა!
ავტორი:
21 ნოემბერი, 2014. 18:55



12 ნოემბერს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, პატიმრების ცემის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. მთავარი პროკურატურის პარალელურად, საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციაც.


სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, კახა კახიშვილის თქმით, გამოძიება აკრძალული ნივთის შენახვის ფაქტზე მიმდინარეობდა, თუმცა პატიმრის შესაძლო ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოძიება ამ საქმეზეც დაიწყო. კახიშვილი ასევე ამბობს, რომ სამინისტროში რეფორმები გატარდება.


„ალიას" კახა კახიშვილი ესაუბრა:


- სამინისტროში 12 ნოემბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ სასჯელაღსრულებბის სისტემაში აკრძალული საგნები იყო აღმოჩენილი. ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო. 12 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე, ჩვენ, სახალხო დამცველისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. 19 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ თურმე, 12 ნოემბერს, რაღაც ტიპის დაზიანებას ჰქონდა ადგილი. ჩვენი კითხვა - 12 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე, რატომ არ გახდა ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი მაშინვე, როცა ეს გაიგეს - კითხვადვე დარჩა.


პირველი, რაც  გავაკეთეთ, იყო ის, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო საქმის შესწავლა, ამავდროულად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმე, რათა საზოგადოებას, გამოძიებასთან დაკავშირებით, არ დარჩენოდა კითხვები. შიდა უწყებაში გამოძიებას რა ჭეშმარიტება უნდა დაედგინა, როცა ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავთ გამოძიებასაც და სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც?! ამიტომაც პროკურატურამ წაიღო მასალები და როგორ განვითარდება მოვლენები, რას დაადგენს მთავარი საგამოძიებო უწყება, ამაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი.


- განაცხადეთ, რომ სერიოზული სისტემური რეფორმის გატარებას იწყებთ, რისთვისაც კანონში ცვლილებები შეგაქვთ. რას ცვლით კონკრეტულად?

 

- რეფორმები შეეხება სისტემის სრულ გაჯანსაღებას. ცვლილება შევა კანონში, ასევე მიღებული იქნება სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს სისტემის საქმიანობას, რაც ერთხელ და სამუდამოდ შეგვაძლებინებს, რომ მივიღოთ არა რაღაც ტიპის დახურული სისტემა, არამედ ღია, მაგრამ ამავდროულად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სისტემა, ასევე იმ ვალდებულებებით აღჭურვილი სისტემა, რომ პატიმრებმა დაიცვან რეჟიმი.


- მუდმივად იდგა პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში - სისტემას ან ქურდები მართავდნენ, ან ციხის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი არაადამიანური მოპყრობით იმართებოდა  9 წლის განმავლობაში. თქვენს მიერ გატარებული რეფორმა ამ საკითხს წერტილს დაუსვამს?

 

- დღეს ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა, შევქმნათ იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არც ქურდებმა მართონ ციხე და არც ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდეს სისტემის მართვა. აი, ამ ყველაფრის დასარეგულირებლად შეიცვლება ეს კანონები.


- სანამ მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდით, ყოველთვის აცხადებდით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუაციის გამწვავებას, „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კადრები უწყობდნენ ხელს. ისაუბრეთ, რა უნდა შეიცვალოს პენიტენციურ სისტემაში, თუმცა, არ გიხსენებიათ საკადრო საკითხი...

 

- მე რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, იმ რეფორმასთან შედარებით ამ საკითხის გადახედვა დღეს ძალიან უმნიშვნელოა.  ორი-სამი კაცის გადაადგილებით სისტემა სახეს არ შეიცვლის, თუ სისტემური ცვლილება არ განხორციელდება. სისტემა რომ შეიცვალოს, ამისთვის აუცილებელია, შემუშავდეს სათანადო საკანონმდებლო პაკეტი და წარვუდგინოთ მთავრობას, შესაბამისად, პარლამენტს. ახლა, ჩვენ ამაზე უფრო ვართ ორიენტირებული, ვიდრე, რაღაც ტიპის, ერთი-ორი ადამიანით განსაზღვრული საკადრო გადაადგილებით. იმ ცნობილი ჯალათებისგან, რომლებიც ამ სისტემას მართავდნენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექს-მინისტრმა, სოზარ სუბარმა,  სისტემა მთლიანად გაათავისუფლა. თუ სადმე დარჩა ერთეული ასეთი თანამშრომელი, ამას საქმე გამოაჩენს და შესაბამისი პასუხი გაეცემათ. ამ ეტაპზე კი, როგორც გითხარით, სისტემური რეფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებების საკადრო სისტემაში ქექვა და ამ ადამიანების აღმოჩენა. მთავარია, რომ ის ჯალათები არ მუშაობენ სისტემაში. ვმუშაობთ უკეთესობისთვის და ამ რეფორმის შედეგად მივიღებთ ნამდვილად ევროპული ტიპის სასჯელაღსრულების სისტემას.


- ასევე, არ გიხსენებიათ მოსალოდნელ ცვლილებებში საზოგადოებრივი მონიტორინგის შექმნის საკითხი, რომლის  იდეის მიმართაც, ახლო წარსულში დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდით...

 

- საზოგადოებრივი მონიტორინგის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუმცა, დღევანდელობიდან გამომდინარე, ასეთ აზრზე ვარ - ამის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ ზოგადად მსჯელობის საგანია ეს საკითხი, შეგვიძლია, განვიხილოთ სამომავლოდ, უბრალოდ დღეს და ხვალ არ არის სასურველი ამ თემის განხილვა პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ისე კი, სამინისტრო აბსოლუტურად ღიაა თანამშრომლობისთვის, როგორც სახალხო დამცველთან, ასევე, არასამთავრობო სექტორთან.


- სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი,  № 8 დაწესებულებაში თქვენთან ერთად ვიზიტთან დაკავშირებულ შეთავაზებას არ იღებს. მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მინისტრთან, ან მინისტრის მოადგილესთან ერთად სასჯელაღსრულების № 8 დაწესებულებაში ვიზიტს. რას იტყვით სახალხო დამცველის პოზიციაზე?

 

- მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს შეთავაზება გამეკეთებინა.  კარგი იქნებოდა საკითხში უფრო კარგად გარკვევისთვის. მაგრამ დამთანხმდებოდა თუ არა, ეს უკვე მისი პრეროგატივა იყო, ის უარზეა. ასევე, კარგი იქნებოდა, მარტოც მისულიყო და გასაუბრებოდა პატიმრებს. მივა თუ არა სახალხო დამცველი, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"

 




 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016