reportiori.ge - ოხრახუში ორსულობის დროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 13:34
სხვადასხვა
ოხრახუში ორსულობის დროს
ავტორი:
22 ნოემბერი, 2014. 10:13


ოხრახუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვანილია და საკმაოდ სასარგებლოც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორსულობის დროს მასთან შედარებით ფრთხილად უნდა იყოთ.



ოხრახუშის სარგებლობის შესახებ ბევრისთვის არის ცნობილი. მასში ბევრია ასკორბინის მჟავა (C  ვიტამინი), რომელიც აუცილებელია იმუნიტეტისთვის, განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. მასშია ბეტა-კაროტინი (ვიტამინი A), B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, არის კალიუმის შესანიშნავი წყარო, მასშია ასევე კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.



თუმცა, ოხრახუშში, განსაკუთრებით მის ფესვში, არის ნივთიერება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა. ეს თვისება განსაკუთრებით საშიშია ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ოხრახუშის (ასევე ნიახურის) ნაყენს იყენებენ ხოლმე არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად და ხშირად გამოსდით კიდეც.



გარდა ამისა, ოხრახუშს აქვს ძლიერი შარდმდენი მოქმედება, ამიტომ თირკმლებისა და შარდის ბუშტის პრობლემების დროსაც არ შეიძლება ამ მწვანილის გადამეტება.



როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ მწვანილზე ორსულობის დროს სრულიად კი არ უნდა ვთქვათ უარი - მას მართლაც ძალიან ბევრი სარგებლობა მოაქვს, უბრალოდ, პირველ ტრიმესტრში უნდა შეზღუდოთ მისი რაოდენობა და არ მიიღოთ ოხრახუშის ფესვის ნახარში.



(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

 

წყარო  mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016