reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში" დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:11
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში" დაესწრო
22 ნოემბერი, 2014. 14:20



პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.



პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ქედის ცენტრში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილ ქედის სოფლების მოსახლების მიერ მომზადებულ სამზარეულოსა და რეწვის ნიმუშებს გაეცნო.



პრემიერმა ადგილობრივების მიერ მოჩუქურთმული ტრადიციული სასმისი შეიძინა, ქედელებმა კი პრემიერს აჭარული ცეკვის ამსახველი ნახატი აჩუქეს. ირაკლი ღარიბაშვილი სათითაოდ მივიდა თითოეული სოფლის კუთხესთან და ღვინო დააგემოვნა.



სახალხო დღესასწაულს შემოდგომა ქედაში" 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. ტრადიციულად, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა წელსაც მოეწყო.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016