რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში" დაესწრო
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
22 ნოემბერი, 2014. 14:20
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ქედის ცენტრში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილ ქედის სოფლების მოსახლების მიერ მომზადებულ სამზარეულოსა და რეწვის ნიმუშებს გაეცნო.
პრემიერმა ადგილობრივების მიერ მოჩუქურთმული ტრადიციული სასმისი შეიძინა, ქედელებმა კი პრემიერს აჭარული ცეკვის ამსახველი ნახატი აჩუქეს. ირაკლი ღარიბაშვილი სათითაოდ მივიდა თითოეული სოფლის კუთხესთან და ღვინო დააგემოვნა.
სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში" 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. ტრადიციულად, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა წელსაც მოეწყო.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57