reportiori.ge - ოზურგეთში მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი სამუშაოები მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:59
რეგიონები
ოზურგეთში მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი სამუშაოები მიმდინარეობს
23 ნოემბერი, 2014. 14:37



ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში,  მდინარე ბჟუჟზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 8 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავ კედელს აშენებს. 2014 წლის სექტემბერში, მდინარე ბჟუჟის ადიდების შედეგად, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა.  სტიქიამ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტში ასრებულ ინფრასტრუქტურას 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიაყენა. დღეს, სოფელ შემოქმედში,  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციის მიზნით  მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  2014 წელს ქვეყანაში მომხდარი სტიქიის  შემდეგ, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად, სოფლების - შემოქმედისა და ნატანების გზის ჩანგრეული მონაკვეთების სრულფასოვნად აღდგენა,  რამდენიმე დღეშივე მოხერხდა. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, გადაადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება.



სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის კალაპოტში  400 მეტრის სიგრძისა  და 6 მეტრის სიგანის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი შენდება და კონსტრუქციის 4 მეტრი წყალქვეშ იქნება მოქცეული. პროექტის ფარგლებში, 100-მეტრიანი გაბიონის მოწყობაც მიმდინარეობს. გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი, ამჟამად მიმდინარეობს 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდის განლაგება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.



2014 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციის მიზნით, 6 მილიონი ლარი გამოიყო. გურიაში უკვე მოეწყო ორი მილ-ხიდი, რომელიც ერთმანეთთან სოფლის ორ ნაწილს აკავშირებდა და მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ჩაინგრა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი მილ-ხიდები  (მდინარეში ჩაიდგა ლითონის წყალგამტარი მილები), ასევე, გაკეთდა ხიდთან მისასვლელი გზა, რომლითაც გურიის 7 სოფლის,  დაახლოებით, 5500 მოსახლე და მათი სტუმრები სარგებლობენ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016